Skip to content Skip to footer

ხვიტია მიხეილი

მიხეილ ხვიტია დაიბადა 1924 წელს ზუგდიდში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი პროფესორ ალექსანდრე ციმაკურიძის კლასი. იყო რეპინის სახელობის სტიპენდიანტი. 1948–51 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო აკადემიის ასპირანტურაში პროფესორ უჩა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ძირითადად მუშაობდა პეიზაჟის ჟანრში, თუმცა შექმნილი აქვს შესანიშნავი ნატურმორტები, პორტრეტები, შიშველი ნატურები, ჟანრული სცენები და სხვა. 1970-80- იან წლებში მისი ნამუშევრები გამოიფინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: იტალია, შვეცია, ბელგია, შვეიცარია, საბერძნეთი, იუგოსლავია, ფილიპინები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლი, სირია, ა.შ.შ
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი მუზეუმის კოლექციაში: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისი; ქუთაისის ხელოვნების მუზეუმი; მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეა; პეტროპავლოვსკის ხელოვნების მუზეუმი; ფრუნზეს ხელოვნების მუზეუმი; სახალხო მეურნეობის მიღწევათა მუზეუმი, მოსკოვი. მისი ნამუშევრები დაცულია არაერთ კერძო კოლექციაში – საქართველო, რუსეთი, ავსტრია, ჰოლანდია, გერმანია, აშშ, იტალია, ფილიპინები, სირია და სხვა.

მიხეილ ხვიტია
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1924-1994Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.