მიხეილ (მიშა) სვანიძე 1998-2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და ეუფლებოდა კერამიკის ხელოვნებას. სამხატვრო აკადემიიდან გარიცხვის შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებია.
მიშა სვანიძე ქმნის სხვადასხვა მასალით შესრულებულ სამგანზომილებიან მხატვრულ ფორმებს.მისი ნამუშევრები, იქნება ეს მსუქანი მაგიდა, ანგელოზი, ერთი ამბავი, კულტურული ხერხემალი თუ შერეული ტექნიკით შესრულებული სხვა ქანდაკებები ფორმისა და სივრცის ურთიერთობის სანიმუშო მაგალითებია. 12 ნაწილისგან შემდგარი მისი ნამუშევარი კულტურული ხერხემალი დამთვალიერებელთან კოლაბორაციის მიზნით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერიის ეზოში განთავსდა (მასზე შესაძლებელია დახატვა ან დაწერა) და ორი წლის განმავლობაში გალერეის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა. 2024 წლიდან ხელოვნების ნიმუში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში განთავსდა.
მხატვარი ბევრს მოგზაურობს. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.