

სხვა ავტორები
მანანა თუმანიშვილის აკვარელის ტექნიკით ქმნის პეიზაჟებსა თუ ნატურმორტებს, ცხოველთა პორტრეტებსა, თუ პიროვნებათა გამოსახულებებს. საოცარი სიმძაფრითაა გამოკვეთილი ადამიანური გრძნობები – სიხარული, სევდა, შიში… იყენებს ტუშსაც – ქაღალდში შეღვენთილი, სიმუქიდან ღია ტონალობაში გადასული ლაქობრივი ეფექტებით ამოკვეთს სიღრმიდან ამოზიდულ ფიგურათა ფორმებს. ემოციით სავსე ევროპული ქალაქების ხედები, თუ ძველი…
შალვა მატუაშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1987 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 2007 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შალვა მატუაშვილი ფერმწერი და გრაფიკოსი ფიგურატიული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენელია, ინტელექტუალი, მუდმივი შემოქმედებითი ძიების პროცესში დიდი მხატვრების შედევრებისგან მიღებულ ინსპირაციას საკუთარი აზროვნე- ბის პრიზმაში ატარებს,…
გელა მანჯავიძე ქართველ მხატვართა 80-იანელთა თაობას ეკუთვნის. მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. „როგორც წითლიდან იისფერამდე, ცხოვრება მხატვრის ნაირფერია“ – ეს ფერმწერ გელა მანჯავიძის განაცხადია. გელა მანჯავიძის თაობის მხატვრებმა ქართული ფერწერის ისტორიის ახალი ფურცელი შექმნეს. „რკინის ფარდა“ გაიხსნა და დასავლეთმა აღმოაჩინა სამყარო (ქართველი…

დავით (დაჩი) მინდაძე (დ. 1985) მილენიუმის მხატვართა თაობის წარმომადგენელია. აკადემიური განათლება არ მიუღია. გამოირჩევა ნეოექსპრესიონისტული ნამუშევრებით. ძირითადად ხატავს თხილის ტომრებზე, იყენებს ზეთისა და აკრილის საღებავებს, მუშაობს შერეული ტექნიკით.






