Skip to content Skip to footer
ზურაბ გაბუნია
დაბადების წელი1948Share

გაბუნია ზურაბ

ზურაბ გაბუნიას შემოქმედება XX საუკუნის 70-იანი წლების მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება. მის შემოქმედებაში ძირითად, და შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელ ჟანრს  პეიზაჟი წარმოადგენს, ხოლო ტექნიკას ზეთის საღებავები. ასევე, სამუშაოდ იყენებს აკრილს, პასტელს, ნახშირს. ზურაბ გაბუნიას შემოქმედებაში პეიზაჟი მრავალფეროვნებით ხასიათდება, იგი ფართოდ მოიცავს საქართველოს ბუნებას, ისტორიას, დღევანდელობას (მაგ. „საღამო მთაში“,  „ზამთარი სვანეთში“, „ნაადრევი თოვლი“, „ტახები მუხნარში“, „გარიყულა“, „იმერეთის დილა“ და სხვ). მის ნამუშევრებში თემატურად შეიძლება გამოვყოთ სოფლის, ზღვის, ურბანული პეიზაჟები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ასახავენ.

ზ, გაბუნია დაიბადა 1948 წლის 24 თებერვალს ბანძაში (სამეგრელო). დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლი, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო ფერწერის ფაკულტეტზე, კ. სანაძის, გ. ჯაშის, კ. მახარაძისა და  აპ. ქუთათელაძის  ხელმძღვანელობით. 

მხატვარი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს რეგიონენში. ბუნებასთან სიახლოვით მიღებული შთაბეჭდილებები ესკიზების სახით ჩამოჰქონდა თბილისში, რომლებსაც აცოცხლებდა თავის ფერწერაში და უზიარებდა მნახველს. ფორმებით, ფერთა გამით და მონასმებით მძაფრად შეიგრძნობა ის განცდა რაც ბუნებაში ყოფნისას შეიძლება დაგებადოს. აინტერესებს უბრალო მაცხოვრებლები მათი ცხოვრების წესით. მის შემოქმედებაში დევს ეროვნული ტრადიციების  სიყვარული. თავისი ხალხის კულტურა მხატვარმა  გაითავისა, ჩასწვდა და განაზოგადა. მისი სამყარო  გამთბარია სიყვარულით.

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.