Skip to content Skip to footer
ჰანს ჰეინერ ბური
დაბადების თარიღი1965Share

ბური ჰანს ჰეინერი

გერმანელი მხატვარი ჰანს ჰაინერ ბური (დ.1965) 1986-1990 წლებში სწავლობდა დრეზდენის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში. 1990-1993 წლებში მან ამსტერდამში, გერიტ რიტველდის სამხატვრო აკადემიაში, გააგრძელა სწავლა. 1993-1996 წლებში კი გერმანიაში, ბერლინში დაბრუნდა. 1990 -იანი წლებიდან მონაწილეობდა გერმანიის სხვადასხვა გალერეაში მოწყობილ გამოფენებში, მათ შორის, ბერლინში (1992) როსტოკის გალერეა „G+S“-ში (1993), ასევე გალერეა „Bauerfeind“ -სა (1994) და გალერეა „Parzifal“-ში გამართულ გამოფენებში (1995). 1996 წელს მიეცა შესაძლებლობა, დამოუკიდებელ საქართველოში ემუშავა გერმანულის მასწავლებლად. აქ მან აღმოაჩინა
მისთვის უცნობი საქართველო. ბევრი იმოგზაურა ხევსურეთში, თუშეთში, კახეთში, მცირე კავკასიონსა და ჯავახეთში. დაუმეგობრდა ქართველ მხატვრებსა და გალერისტებს – ოთარ ლალიაშვილს, მალხაზ დათუკიშვილს, არჩილ დარჩიას, ნუგზარ ნათენაძეს, ავთო მესხს, მურთაზ და ლია შველიძეებს, მამუკა და ლუკა ცეცხლაძეებს. 1998 წელს მან ოთარ ჩხარტიშვილთან ერთად დიდფორმატიანი ნახატების გამოფენა მოაწყო თბილისის ეროვნულ გალერეაში. 2001 წელს გალერისტ არჩილ დარჩიას „ძველ გალერეაში“ მოეწყო მისი ფერწერული ტილოების პერსონალური გამოფენა „კავკასიური ბაროკო“. 2007 წელს თბილისში, გალერეა „ბაიაში,“ გაიმართა მისი კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა „ცხენების ქურდი საიათნოვას ქუჩიდან“. აღსანიშნია 2008 და 2010 წლებში მისი ნახატების გამოფენები „New Art Gallery“-ში და სტუდიური გამოფენა ნუგზარ ნათენაძესთან ერთად (2011). 2012 წელს მონაწილეობდა თბილისის Artisterium-ში, 2013 წელს კი გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა „თურქი მხედარი“ გალერეა „გამრეკელში“. მე ვაგრძელებ გერმანულ ფესვებსა და საქართველოში ჩემს ცხოვრებას შორის შემოქმედებითი ბალანსის ძიებას“, – წერს მხატვარი. ჰანს ჰაინერ ბურს ჰყავს ქართველი მეუღლე, ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საგურამოსა და ბერლინში.

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.