რეზო (ემელიანე) ადამია დაიბადა საქართველოში ქალაქ სენაკში 1938 წლის 21 თებერვალს. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1969-1971 წლებში მუშაობდა თბილისის 50-ე საშუალო სკოლის ხატვის მასწავლებლად; 1974-1988 წლებში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორად, მეცნიერ-თანამშრომლად. გამოფენებში მონაწილეობს 1966 წლიდან. მისი ფერწერის მთავარი მოტივებია საქართველოს სხვადსხვა კუთხის პეიზაჟები, ჟანრული სურათები ხელოვნების მოღვაწეთა და მწერალთა პორტრეტები, ასევე ქმნიდა ხატებს. 90იანი წლებიდან მოყოლებლი მას ჰქონდა პერსონალური გამოფენები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ: საფრანგეთში , აზერბაიჯანში, იაპონიაში, ინგლისში, პოლონეთში, რუსეთში, სომხეთში. პარიზში გაიმართა ორი პერსონალური გამოფენა 2005-2006 წლებში. რ. ადამია ხელმძღვანელობდა სენაკის მაცხოვრის და მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების აღდგენა- რესტავრაციას, აგრეთვე ნოქალაქევის ორმოც მოწამეთა ეკლესიის რესტავრაციას. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 1980 წლიდან, აგრეთვე – საქართველოს მხატვართა კავშირის სენაკის განყოფილების ხელმძღვანელი; ქ. დიჟონის საერთაშორისო გამოფენის საპატიო დიპლომის მფლობელი (1997).
სხვა ავტორები
მხატვარი, მულტიმედიური, ვიდეო და ინსტალაციების არტისტი, დაიბადა თბილისში. ამჟამად ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს და სახელოვნებო პროექტებს მართავს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. სონღულაშვილმა ხატვა ღრმა ბავშვობაში დაიწყო. 2013 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის (New York Academy of Art)…
გიორგი კუხალაშვილი (დაბ. 1982 წ.) 2002-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინო იყო ინტერესი რელიგიური, ალეგორიული და მისტიკური თემებისადმი. XXI საუკუნის ადამიანს სურს ჩასწვდეს თავის სულიერ წარმომავლობას, მხოლოდ ინტელექტუალიზმით კი ეს შეუძლებელია. ხელოვნება საფეხურია, რომელიც სპირიტულ სამყაროში შეგვიძღვება. გიორგი კუხალაშვილის…
გიორგი გუგუშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1985-1986 წლებში იყო ფოთის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი. გაფორმებული აქვს სპექტაკლები: „კოლხეთის დაბლობი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „თეთრი ბაირაღები“. 1991-1993 წლებში სატელევიზიო გადაცემების დამდგმელი მხატვარი იყო, 2007-2012 წლებში კი – თბილისის სამხატვრო აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, პროექტებისა…