რუსული წარმოშობის ქართველი მხატვარი, ვალენტინ შერპილოვი თბილისში, 1911 წელს დაიბადა. 1932 – 39 წლებში თბილისის სამხატრო აკადემიაში ჯერ სკულპტურას სწავლობდა, შემდეგ – ფერწერას დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით. აკადემიის დასრულებისთანავე, მოსე თოიძის ასისტენტი გახდა. 1939 წლიდან ასწავლიდა ფერწერას იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში.…
მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიისა და სტალინის პრემიების ლაურეატი. საშუალო სკოლა ვალენტინ თოფურიძემ სარატოვში დაამთავრა და იქვე შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1924 წელს თბილისში დაბრუნდა და ახლადგახსნილი სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნიკოლოზ…
ფრანგული წარმოშობის რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი და მონუმენტალისტი; გაერთიანება Мир искусства (ხელოვნების სამყარო)-ს წევრი და ამავე გაერთიანების ჟურნალის თანამშრომელი, ევგენი ლანსერე ხელოვანების ოჯახში დაიბადა: მისი მამა – მოქანდაკე ევგენი ლანსერე უფროსი; მისი და – ფერმწერი ზინაიდა სერებრიაკოვა; ძმა – არიტექტორი ნიკოლაი ლანსერე; დეიდაშვილი – ალექსანდრ…
გეგა პაქსაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ დინარა ნოდია, დეა ჯაბუა, დიმიტრი ერისთავი და სერგო კაშხიანი. სტუდეტობის პერიოდიდან, გეგა პაქსაშვილი აფორმებდა სპექტაკლებს თბილისიში, მოსკოვში და საქართველოს რეგიონულ თეატრებში; მის სცენოგრაფიულ ნამუშევრებს შორისაა: იეთიმ გურჯი ახმეტელის თეატრში (თბილისი), როკ-ოპერა…
ანტონ ბალანჩივაძე დაიბადა 1978 წელს თბილისში. 1995–2001 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის მიმართულება. მუშაობს სხვადასხვა მედიუმში და ჟანრში. რეგულარულად ატარებს გამოფენებს სამშობლოში და მის გარეთ, მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და პროექტებში. ქართველი ფერმწერის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, გერმანიის, შვეიცარიის, ინგლისის, ავსტრიის, რუსეთის, ნიდერლანდების,…
ფერმწერი, პედაგოგი, მხატვარ ქუთათელაძეთა ოჯახის წარმომადგენელი, თეა ქუთათელაძე ხელოვანთა გარემოცვაში გაიზარდა; 1990 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ზურაბ ნიჟარაძის კლასი დაასრულა ფერმწერის სპეციალობით. მისი სადიპლომო ნამუშევრი „წელიწადის დრონი“ ოთხი პეიზაჟისგან შემდგარ სერიას წარმოადგენდა. ხელოვნებათმხოდნეობის დოქტორის აკადემიური ხარისხი თეა ქუთათელაძეს 2015 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის,…
ბელა ბერძენიშვილის შემოქმედება მრავალმხრივი და სტილისტურად საინტერესო ფენომენია ქართული მხატვრობის ისტორიაში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ფორმისა და ფერის განსაკუთრებული შეგრძნებით, ხაზისა და კომპოზიციის დახვეწილი რიტმულობით. ხელოვანისთვის დამახასიათებელია როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული აზროვნება, რაც მის ნამუშევრებს ერთდროულად მონუმენტურ და ნარატიულ განზომილებას ანიჭებს. მან განათლება მიიღო თბილისის სამხატვრო…
გრაფიკოსი, ფერმწერი, წიგნის ილუსტრატორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1966), ელგუჯა ბერძენიშვილი გასული საუკუნის 50-იანი წლების თაობის მხატვრებს მიეკუთვნება. მან თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს დაამთავრა. გრაფიკოს ლადო გრიგოლიას გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ხელოვანი შეიყვანეს შემოქმედებით ჯგუფში, რომელსაც მოსკოვში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის სარეკლამო პროდუქციის შექმნა ჰქონდა დავალებული.…
დავით (დაჩი) მინდაძე (დ. 1985) მილენიუმის მხატვართა თაობის წარმომადგენელია. აკადემიური განათლება არ მიუღია. გამოირჩევა ნეოექსპრესიონისტული ნამუშევრებით. ძირითადად ხატავს თხილის ტომრებზე, იყენებს ზეთისა და აკრილის საღებავებს, მუშაობს შერეული ტექნიკით.
დავით (დადინო) აბესაძე ე.წ. 90-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელია .დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანზე ოჯახი ზრუნავდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი სახელოვნებო ცხოვრებაში მისი ჩართულობა მინიმუმამდე შემცირდა. დავით აბესაძე საინტერესო და შთამბეჭდავი ხელოვანია, რომლის ხელწერა ექსპრესიულობითა და სამყაროს მისეული, გამორჩეული ხედვით ხასიათდება.
ლუიზა ლაფერაძე 2000-იანი წლების მხატვართა თაობის წარმომადგენელია. დაიბადა მეშახტეთა ქალაქ ტყიბულში, ტყიბულშივე რვა კლასის დასრულების შემდეგ თბილისში გააგრძელა ცხოვრება, სწავლა და საქმიანობა. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა და უცხოეთში. არის არაერთი პროექტის ორგანიზატორი და მონაწილე. შემოქმედებით რეზიდენციებში იმყოფებოდა გერმანიასა და ჰოლანდიაში.…
გიორგი კუხალაშვილი (დაბ. 1982 წ.) 2002-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინო იყო ინტერესი რელიგიური, ალეგორიული და მისტიკური თემებისადმი. XXI საუკუნის ადამიანს სურს ჩასწვდეს თავის სულიერ წარმომავლობას, მხოლოდ ინტელექტუალიზმით კი ეს შეუძლებელია. ხელოვნება საფეხურია, რომელიც სპირიტულ სამყაროში შეგვიძღვება. გიორგი კუხალაშვილის…
