Skip to content Skip to footer

კლარა კვეესი დაიბადა თბილისში. მხატვრის მამა, კარლ კვეესი წარმოშობით ლატვიელი იყო. 1896 წელს მეფისნაცვალ ვორონცოვის მოწვევით იგი მეუღლესთან _ კლარა ცახერლისთან ერთად რიგიდან თბილისში ჩამოდის. მას, როგორც გამოცდილ და ცნობილ მებაღე-არქიტექტორს, ქალაქის გამწვანების სამუშაოების ხელმძღვანელობა ჩააბარეს. დროებით ჩამოსული ოჯახი სამუდამოდ დამკვიდრდა საქართველოში. კლარა მხატვრობამ ადრეული…

თამუნა მელიქიშვილი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, პარალელურად ლევან ჭოღოშვილის სახელოსნოში ეუფლებოდა ფერწერას. 1989 წელს კი დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. მხატვარი 1990-იანი წლებიდან მუშაობს კინოსა და ვიდეოარტის მიმართულებით, აფორმებს თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებს. ვიდეოარტისა და ინსტალაციების…

დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს – თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის – არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924-1928წწ. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს ოჯახური პირობების გამო, გამოვიდა სამხატვრო აკადემიიდან…

დაიბადა სოფელ საკაოში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია. გორის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, თბილისში განათლების უმაღლეს კურსებს გადიოდა. 1925 წელს გორდეზიანი სწავლობდა მოსკოვში „ვხუტემასში“ (ВХУТЕМАС), 1928 წელს სწავლას აგრძელებდა იმ ხანად ახლად გახსნილ თბილისის სახალხო უნივერსიტეტში. 1926 წლიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო…

მიშა შენგელია დაიბადა მეცნიერთა ოჯახში. მისი პაპა – ბოტანიკოსი ნიკო კეცხოველი 1945-1953 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი. 1982 1989 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. ხატვა შეისწავლა დამოუკიდებლად. მასზე დიდი გავლენა იქონიეს მოდერნისტმა მხატვრებმა, რომელთა ნამუშევრების რეპროდუქციები…

მიშა გოგრიჭიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1990-იანი წლების დასაწყისში მისი ნამუშევრები გამოჩნდა ქართულ საგამოფენო დარბაზებში, დამთვალიერებელს ფერწერული მინიმალისტური, ნაივური ხელწერით დაამახსოვრა თავი. 1990-იანი წლების ბოლოს მხატვარი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 90-იანი წლების საქართველო ამერიკულ ყოველდღიურობას „შეაზავა“ და შექმნა ნოსტალგიური ხასიათის სურათების სერიები ყველაფერ…

თეატრისა და კინოს მხატვარი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი. ერთი იმ მოდერნისტთაგანი, რომლის შემოქმედება სრულიად შეუსწავლელია, თუმცა ის შეიძლება ჩაითვალოს ქართული თეატრის მხატვრობის ერთ-ერთ რეფორმატორად.  დაიბადა 1901 წელს საქართველოში. ფერწერისა და ქანდაკების სასწავლებელში მას ასწავლის ალექსანდრ ზალცმანი. 1922 წლიდან იგი ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს სწავლას. პირველად მისი ნამუშევრები 1922 წელს…

გიორგი გეგეჭკორი – ფერმწერი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გოგი გეგეჭკორი არის ფერწერის რეალისტური სკოლის მიმდევარი. შემოქმედების მთავარი თემაა პორტრეტი. მან სახელი გაითქვა ქართველ მეფეთა, საზოგადო მოღვაწეთა და ქართული თეატრის ცნობილ მსახიობთა პორტრეტული სერიებით. 1990-იანი წლებიდან…

კოტე სულაბერიძე მხატვრების 90იანი წლების თაობის წარმომადგენელია.    კოტე სულაბერიძის ნამუშევრები 1990 იანი წლების დასასრულ გამოჩნდა. ჯერ კიდევ მის სადიპლომო ნამუშევარში გამოვლინდა ვიზუალური და ვერბალური ინფორმაციის სინთეზირების მცდელობა. კოტე სულაბერიძის ისტორია უცნაურად იწყება: როდესაც აკადემიაში აბარებდა, მას ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს. თვალის ექიმმა მხატვარი დალტონიზმის დიაგნოზით…

მურთაზ შველიძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1992 წელს დაამთავრა. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზის დაწყება დიდ პოლიტიკურ ქარტეხილებს დაემთხვა. 1990-იანი წლების თბილისი, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი, „პერესტროიკის“ პერიოდის წინააღმდეგობებით სავსე გარემოა. „მხატვრობა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც საქართველოსთვის იმ გარდამტეხ დროს დამეხმარა, ჩემი სათქმელი…

ზურაბ გიკაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1986-1992). ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1991 წელს, მან მოიგო სამხატვრო კონკურსი და მხატვარ მარკუს ლიუპერცისთან ერთად დაჯილდოვდა იტალიის ქალაქ ჯიბელინაში, ხმელთაშუა ზღვის პირველ ატელიეში, მუშაობის უფლებით. კონკურსი ორგანიზებული იყო აკილე ბონიტო ოლივას მიერ. ზურაბ გიკაშვილი თანამშრომლობდა „The Studio Francesco…

სოფიო ჩერქეზიშვილის ნამუშევრები ემოციებით დატვირთულ დღიურებს მოგვაგონებს, სადაც ვიზუალური  ხატებებიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგონოთ ქალების ხმა.  მომაჯადოებელი ტრანსფორმაცია ერთ მედიუმს მეორედ გადააქცევს და ქმნის მისეულ ესთეტიურ ფორმებს, მესიჯებს და უსასრულო ინსპირაციას. 1990 წელს სოფიო ჩერქეზიშვილმა დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, 1994 წელს კი  –…

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.