
თვითნასწავლ ქართველ მხატვარს ნიკო ფიროსმანაშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ მხატვრობაში. მხატვარმა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ერთ ქალაქში გაატარა და არსად უსწავლია, შექმნა მხატვრობა, ჭეშმარიტად თვითმყოფადი, ერთდროულად ეროვნულიც და თანამედროვეც. ნიკო ფიროსმანაშვილი სავარაუდოდ, 1862 წელს, კახეთში, სოფელ მირზაანში დაიბადა. ადრე დაობლებული ნიკო 8-10 წლის ასაკში თბილისში…

თამაზ კაკაბაძე ( კაკაჩა ) იყო ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი – მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ქართული მხატვრობის ერთერთი გამორჩეული წარმომადგენელი. მან 1954-1996 დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი პროფესორ დიმიტრი თაყაიშვილის სახელოსნო. მხატვრის შემოქმედების ძირითადი თემებია პეიზაჟი, ნატურმორტი და კომპოზიცია;…

გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი დაიბადა 1941 წელს ცნობილი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. 1971 წლიდან გოგი ალექსი-მესხიშვილი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვრად, ასევე თანამშრომლობდა…

ლადო ფოჩხუა დაიბადა სოხუმში 1970 წელს, სახელოვნებო განათლება მიიღო თავდაპირველად 1990-1993 წლებში სოხუმის სახვითი ხელოვნების სახელოსნოში, შემდეგ კი 1993-2001 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების მიმართულებით, ხოლო 2001 წელს დაამთავრა აკადემია ფერწერისა და ბეჭდვის მაგისტრის ხარისხით. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველო, რუსეთი,…

იორამ მამალაძე 1926-1928 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში, ხოლო 1928-1932 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. იყო გიგო გაბაშვილისა და ვ. ლანსერეს მოწაფე. 1940-1945 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, 1945-1948 წლებში სამხატვრო სამრეწველო სასწავლებელში, ხოლო 1959 -1966 წლებში – სამხატვრო აკადემიაში. მისი შემოქმედების…

კონსტანტინე გძელიშვილი იყო ფერმწერი. 1922-27 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1937-70 წლებში თავად ასწავლიდა აკადემიაში, ხოლო 1968 წლიდან იყო პროფესორი. 1927 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მისი შემოქმედების ძირითადი თემაა საქართველოს ბუნება და მისი არქიტექურული ძეგლები. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი განსხვავება პეიზაჟების მცირე ზომის ეტიუდებისა…

ირინა რაზმაძე მუშაობდა გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციის, თეატრის მხატვრობის დარგში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის მიმართულება. მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ა. ციმაკურიძე, ვ. კროტკოვი, ს. ქობულაძე, დ. ქუთათელაძე. ილუსტრირებული ჰქონდა 200-მდე წიგნი, 400-მდე მუსიკალური ნაწარმოები, შექმნა მრავალი კინოპლაკატი. ირინა რაზმაძის მსუბუქი გრაფიკული მანერით…

შალვა მამალაძე, ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი, 1922- 28 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მისი პედაგოგები იყვნენ გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე, ალ.ციმაკურიძე. 1939- 63 წლებში თავდვე ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.შალვა მამალაძის შემოქმედებაში წამყვანია პეიზაჟის ჟანრი, „ბუნება მუდამ…

ნუგზარ მეძმარიაშვილი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1982), მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, შექმნილი აქვს მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნებისა და მინანქრის ნიმუშები. იყენებს ოფორტისა და ლითოგრაფიის ტექნიკას, გატაცებულია კომპიუტერული გრაფიკით. 1971 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებსა (1976, 1981 ) და სიმპოზიუმებში (1961,…

თინათინ ჩხიკვიშვილი თანამედროვე მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა ინტერესს ნაივური ხედვისადმი სწრაფვა და გამომსახველობითი ფორმების სიმარტივე წარმოადგენს. .მხატვარ თინათინ ჩხიკვიშვილის ნამუშევრების ძირითადი მახასიათებელი წინა პლანზე წამოწეული უკანა ფონებია ცოცხალი არსებების გარეშე, სადაც კონტაქტი მაყურებელს და სურათს შორის უმეტესწილად ცოცხალი არსებების გარეშე მყარდება მეორეხარისხოვან დეტალებზე აქცენტირებით და…

როკო ირემაშვილი – მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვანი, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (2010 – 2012). მისი ნამუშევრები, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება თუ ვიდეო, სოციალური პროტესტის, სარკაზმის, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს.როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი…

ანდრო ვეკუა დაიბადა საქართველოში, სწავლობდა ხელოვნებას საქართველოსა და ბაზელში, შვეიცარია. მან შეიმუშავა ვიზუალური ენა, რომელიც ეფუძნება ადამიანის გამოცდილებათა შესწავლას, მეხსიერების ფრაგმენტული აბსტრაქციების ტრანსფორმაციას ნარატიულ სიგნალებად, მისი თემები მოიცავს სამეცნიერო ფანტასტიკას და საშინელებათა ჟანრებს, ანდრო ვეკუა ქმნის ფანტასტიკურ და ხშირად მაკაბრულ ცხრილებს, ავლენს რეკონსტრუქციისა და ფრაგმენტაციის…