ილია ზაუტაშვილი მულტიმედიური არტისტი, მრავალი ლოკალური, საერთაშორისო გამოფენისა და სახელოვნებო ღონისძიების მონაწილე ნიუ-იორკიდან სეულამდე, შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინსტიტუციური ინიციატივების დამფუძნებელი, საკურატორო პროექტებისა და კრიტიკული ესეების ავტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პროფესორი. ადამიანური განზომილება, მეტაფიზიკური კვლევა და მუდმივი ტრანსფორმაცია ილია ზაუტაშვილის შემოქმედების სამი ძირითადი პერსპექტივაა. პირველი იმ რეალობის კვლევაა, რომელიც უშუალოდ ადამიანს უკავშირდება, მეორე ემპირიული სამყაროს მიღმა არსებული რეალობით ინტერესდება, ხოლო მესამე სამყაროს მუდმივ ცვალებადობას ეხმაურება. განსხვავებული კონტექსტების გამოყენების ფონზე მხატვარი თავისუფლად მანიპულირებს მულტიმედიური საშუალებებით. ტექსტი, ობიექტი, იმიჯი, სივრცე, საუნდი მისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. თავის ნამუშევრებში ზაუტაშვილი ცდილობს გააღრმავოს და განავრცოს თანამედროვე ესთეტიკა, რათა თქვას უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ემპირიული ან ემოციური გამოცდილებაა. „ხელოვნება არ არის სოციუმის მონა“, – ამბობს ილია ზაუტაშვილი და ცდილობს, თავისი შემოქმედება ზედაპირული სოციალური კლიშეებისგან დაიცვას. ის ადამიანის საქმიანობის მოსაზღვრე ტერიტორიების ინტეგრალურ კვლევას მიმართავს კონტექსტში – „ხელოვნება-საზოგადოება-პიროვნება“. ეს ნიშნავს რეფლექსიას რეალობაზე იმ ახალი იდეებისა და დამოკიდებულებების აღმოსაჩენად, რასაც ხელოვანი საზოგადოებას სთავაზობს.
სხვა ავტორები
ნატალია ფალავანდიშვილი ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია. მან 1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც სწავლობდა იოსებ შარლემანისა და ლადო გრიგოლიას ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა წიგნის ილუსტრირების სფეროში, ქმნიდა ილუსტრაციებს საბავშვო ჟურნალებისათვის, ასევე ხატავდა პეიზაჟებს, მუშაობდა აკვარელითა და გუაშითაც. მისი შემოქმედება , ძირითადად,…
მზია ჯაფარიძე 1965-1971 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე გრაფიკის სპეციალობით; შემდგომ – სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში. მისი პედაგოგები იყვნენ: ლადო გრიგოლია, დინარა ნოდია. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს, იაპონიისა და რუსეთის კერძო კოლექციებში.…
ირაკლი სუთიძე ქართველ მხატვართა 80-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მხატვარს მკაფიოდ ინდივიდუალური წერის მანერა გამოარჩევს. მისთვის სახასიათო მხატვრული ხერხები (ოქროსფერი ფონი; მრავალშრიანი ფაქტურული ზედაპირი; ახლო პლანით მოცემული გამოსახულებები) მის მონუმენტურ კოპოზიციებს რომანტიულობის ელფერს ანიჭებს. სიუჟეტებში უგულვებელყოფილია დროის შეგრძნება. ნარატივისგან დაცლილი სცენები განზოგადოებულ სახე-ხატებად წარმოგვიდგებიან, რელიგიურ თუ მითოლოგიურ…