ჯემალ კუხალაშვილმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 1980‑იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა. მისი შემოქმედება განსაკუთრებული პერსონალურობით გამოირჩევა. ხატავს ყოველდღიურობას მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალწახნაგოვნებით. მხატვრისეული სამყაროს აღქმა კი იმდენად ინტენსიური და მძაფრია, რომ თითქოს ვერ იტევს და ვერც ტილოზე ხატევს. ჯემალ კუხალაშვილის სამყაროს მოდელში ერთი „დიდი აურზაური და ქაოსია…“ და აქ თავს იჩენს მხატვრის საოცარი ნიჭი, საოცარი ფლობა სახვით-გამომსახველობითი ხერხების, ნახატისა თუ ფერადოვანი კომპოზიციისა, რაც ნამუშევრებში მხატვრულ წესრიგს განაპირობებს, წესრიგს, რომელსაც წესები არ აქვს და რომელიც ირაციონალური შემოქმედებითი პროცესის შედეგია. „ჩემთვის სურათი მკაფიოა და ფილოსოფიურ დატვირთვას არ ემსახურება. მე ისე ვხატავ, როგორც გარე სამყარო მკარნახობს. ვიცი, ჩემს სეანსს მაყურებელი შეუერთდება და როგორც დაამცირებს, ისევე აღიარებს… არასდროს ვიცი ბოლო შედეგით, ნოეს კიდობნისა არ იყოს, სად გამრიყავს გადარჩენისა და დამკვიდრების გაუნელებელი სურვილი“- წერს საკუთარ თავსა და შემოქმედებაზე ჯემალ კუხალაშვილი.
სხვა ავტორები
გეგა პაქსაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ დინარა ნოდია, დეა ჯაბუა, დიმიტრი ერისთავი და სერგო კაშხიანი. სტუდეტობის პერიოდიდან, გეგა პაქსაშვილი აფორმებდა სპექტაკლებს თბილისიში, მოსკოვში და საქართველოს რეგიონულ თეატრებში; მის სცენოგრაფიულ ნამუშევრებს შორისაა: იეთიმ გურჯი ახმეტელის თეატრში (თბილისი), როკ-ოპერა…
ელენე ახვლედიანი ( 1901-1975) ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი. ხელოვანის დატვრთულ ბიოგრაფიაში იკვეთება არა მხოლოდ აქტიური შემოქმედი, არამედ მრავალმხრივ გამორჩეული პიროვნება. ელენე ახვლედიანი იყო არაერთი საინტერესო მოვლენის ორგანიზატორი: ქართველ ქალ პეიზაჟისტ-პლენერისტთა ჯგუფის შემქმნელი, ბავშვთა სურათების გალერეის დაარსების ინიციატორი… მისი სახლის სახით, რომელიც…
დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს – თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის – არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924-1928წწ. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს ოჯახური პირობების გამო, გამოვიდა სამხატვრო აკადემიიდან…