Skip to content Skip to footer
ნანა ჭურღულია
დაბადების თარიღი1950Share

ჭურღულია ნანა

 

ნანა ჭურღულია (დ.1950) მუშაობს დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, გაფორმებული აქვს ხუთ ათეულზე მეტი წიგნი, ქმნის ექსლიბრისებს, დაინტერესებულია კერამიკითა და ლითონის მხატვრული დამუშავებით, მუშაობდა მხატვარ-დიზაინერად ესთეტიკის ინსტიტუტში (1974-76), იყო ჟურნალ „დილის“ დიზაინერ-ილუსტრატორი (1981 წლიდან), თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: „მერანი“, „საქართველო“, „განათლება“, „ნაკადული“, „მეცნიერება“. დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო სოხუმის სამხატვრო სკოლაში, 1967-73 წლებში სწავლობდა
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტზე, 1978-81 წლებში კი იქვე – გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოში. 1981 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1974 წლიდან ჰქონდა პერსონალური და ჯგუფური გამოფენები საქართველოში და საზღვარგარეთ. ქმნის ოფორტის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების სერიებს, სხვადასხვა შინაარსის კომპოზიციებს, პორტრეტებს. მხატვარს მინიჭებული აქვს პრემია „წლის საუკეთესო წიგნის“ მხატვრული გაფორმებისათვის (1978, 1982). ნანა ჭურღულიას ნამუშევრები დაცულია: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, პუშკინის სახე-
ლობისა ნატიფი ხელოვნებისა და აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმებში (მოსკოვი, რუსეთი), საქართველოს, ვენის, რომის, მიუნხენის, მოსკოვისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.