Skip to content Skip to footer
გელა წულაძე
დაბადების წელი1959Share

წულაძე გელა

გელა წულაძე გასაბჭოების შემდგომ საფრანგეთში ემიგრირებული ოჯახის შთამომავალია; 1977-1980 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. შემდეგ საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და სწავლა განაგრძო პარიზის სახვითი ხელოვნების ეროვნულ სკოლაში (École des Beaux-Arts). აქ გაიცნო და დაუახლოვდა მხატვართა გაერთიანება „თავისუფალი ფიგურაციის“ წევრებს. მათთან ერთად მისი ნამუშევრები იფინებოდა  სხვადასხვა გალერეაში. გელა წულაძემ თბილისსა და ბათუმში “სტრიტ-არტის” ფორმატი და თანამედროვე ურბანული ქანდაკებების იდეები შემოიტანა. მისი წარდგინებითა და კურირებით თბილისში დაიდგა კონცეპტუალისტი მხატვრის, ჟან დიუპის სკულპტურა „ანაციკლისტი“ და ბათუმში – „WHERE“. ხოლო ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, მოეწყო მარგარეტ და ემე მაგების ფონდის აბრეშუმის შარფების კოლექციის გამოფენა. გელა წულაძე არის არაერთი პოპულარული ურბანული სკულპტურის ავტორი, ესენია: ლითონის ქანდაკება „ყირამალა“, „მე მიყვარს ბათუმი“, „ვარიაციები სიყვარულზე“, „ლოკოკინა“. მისი შექმნილია საქართველოს დროშა, სადაც ჯვრების ნაცვლდ გულებია გამოსახული და სხვ.

გელა წულაძე. სიყვარული მძიმეა. 2021. ტილო, აკრილი. 131×106 სმ.

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.