Skip to content Skip to footer

ძაძამიძე ლეოპოლდი

ლეოპოლდ ძაძამიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. სოციალისტურ რეალიზმსა და პოსტსტალინისტურ ფერწერაში ევროპული მიმდინარეობებიდან მისაღები მხოლოდ იმპრესიონისტული სტილი იყო, რადგან იგი შინაარსს ხალხისთვის გასაგებ ენაზე ასახავდა ანუ უარყოფდა ავანგარდულ ელემენტებს. არაერთი ქართველი მხატვარი 1950-60-იან წლებში ქმნიდა იმპრესიონისტულ ნამუშევრებს; ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე, აპოლონ ქუთათელაძე და ა.შ. მათი იმპრესიონისტული ნამუშევრები ასახავს მხატვართა შემოქმედების მხოლოდ საწყის ეტაპს. ლეოპოლდ ძაძამიძე კი მათ შორისაა, ვინც იმპრესიონიზმი წამყვან მიმდინარეობად აირჩია და თითქმის ყველა ნამუშევარი ამ სტილშია გადაწყვეტილი. იმპრესიონიზმი ერთგვარად წარმოადგენდა არტისტულ პოზიციას, ამ ფორმით მხატვარი უკუაგდებდა საბჭოთა იდეოლოგიას და ეხმიანებოდა ევროპულ, ქართულ და რუსულ კულტურას.

ლეოპოლდ ძაძამიძე
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1922-1966Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.