Skip to content Skip to footer

ცხადაძე-რატიანი თინა

თინა ცხადაძე-რატიანი მხატვრების 90-იანელი თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში. 

მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები სერიიდან „ქართული მუქი“ ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია და არაერთი კრიტიკოსის მიერ შთამბეჭდავ გრაფიკულ ნამუშევრად არის აღიარებული.

„ეს აბსტრაქტული ისტორიები ქალთა ხასიათს  აჩვენებს. პროექტი, მთლიანობაში, ერთი დიდი პროტესტია, მაგრამ ჭკვიანური, არასკანდალური. აქ არის შეგუბებული, შეკავებული ენერგიები, რომელიც შესაძლებელია გადაიქცეს სტიქიად. მაგრამ ქალების დიდბუნოვანებისა და ძლიერი შინაგანი ნების გამოა, რომ ეს ენერგიები მიმართულია მზისკენ და არა მზის წინააღმდეგ. ადამიანისკენ და არა ადამიანის წინააღმდეგ. ისინი ამ მაგიას მიმართავენ დაცვის, ზრუნვისა და  სიყვარულისკენ“, – ასე ახასიათებს მხატვარი „ქართული მუქის“ სერიას.

თინა ცხადაძე-რატიანი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია.

მისი ნამუშევრები ინახება საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.

თინა ცხადაძე-რატიანი

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.