ნიკოლოზ კოკა ციხელაშვილი დაიბადა თბილისში. 1982-1988 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. სადიპლომო ნამუშევარი გაიგზავნა მოსკოვში საბჭოთა კავშირის საუკეთესო სადიპლომო ნამუშევრების გამოფენაზე. 2005 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი. კოკა ციხელაშვილი ძირითადად მუშაობს ორ მედიუმში – ფერწერასა და გრაფიკაში. მისი ნამუშევრები ერთიან თვითმყოფად ეკოსისტემას შეადგენენ. ამ სამყაროში ნახევარტონებისა და მოქნილი ფორმების ურთიერთკავშირი ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციებს. კოკას ნამუშევრებში ხშირად არის გამოსახული ქალის ფიგურა ან ფიგურათა ჯგუფი, ცხოველების – უპირატესად ცხენების გამოსახულებები. გამჭვირვალობა არსებითია კოკა ციხელაშვილის ნამუშევრებში, კოლორიტი იქმნება სხვადასხვა ფერის ჰაეროვანი ფენებით. კოკა ციხელაშვილის ფერწერა და გრაფიკა ინახება მრავალ მუზეუმში, გალერეასა და კერძო კოლექციაში საქართველოში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
სხვა ავტორები
ჯულიეტა ბერძენიშვილი 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: პურის ცხობა ქართლში (1978), ძველი თბილისის კუთხე, ძველი თბილისის მოტივები. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნული გალერეისა და თერჯოლის გალერეის ფონდებში, ასევე ხარაგაულის მუზეუმში.
თეატრისა და კინოს მხატვარი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი. ერთი იმ მოდერნისტთაგანი, რომლის შემოქმედება სრულიად შეუსწავლელია, თუმცა ის შეიძლება ჩაითვალოს ქართული თეატრის მხატვრობის ერთ-ერთ რეფორმატორად. დაიბადა 1901 წელს საქართველოში. ფერწერისა და ქანდაკების სასწავლებელში მას ასწავლის ალექსანდრ ზალცმანი. 1922 წლიდან იგი ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში აგრძელებს სწავლას. პირველად მისი ნამუშევრები 1922 წელს…
მაკა ბატიაშვილის ინსპირაციის წყაროა ყოფითი მომენტები, ყოველდღიური რეალობა, რომელიც მის ხელოვნებაში განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან ვიზუალურ გამოსახულებებად გადაიქცევა. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სიტუაციებიდან აღებული პერსონაჟები, რომლის გარშემოც არსებობს ემოციური გარემო და საგნები, მხატვარი ახერხებს წონასწორობის დაცვას და არასდროს გადალახავს საზღვრებს. მაკა ბატიაშვილი 1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო…