ა. ციმაკურიძე იწყებს სწავლას კავკასიის ნატიფი ხელოვნების ხელშეწყობის სკოლაში ბორის ფოგელთან და ოსკარ შმერლინგთან. შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში და ჩაირიცხა კ. იუონის სტუდიაში. მოგვიანებით სტროგანოვების ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელშია, ხოლო 1906 წელს აქვე განაგრძო სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ნ. კასატკინი, ლ. პასტერნაკი (გამოჩენილი პოეტის მამა) და ა. ვასნეცოვი, რომელიც პეიზაჟის სპეციალუურ კურსს კითხულობდა. ამ უკანასკნელმა დიდი გავლენა იქონია მომავალ ხელოვანზე. 1922 წლიდან ალექსანდრე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, ჯერ მოსე თოიძის სტუდიაში, ხოლო 1930 წლიდან სამხატვრო აკადემიაში. გამოჩენილი ფერმწერი თანამედროვე ქართული პეიზაჟური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. კარგადა ცნობილი მის ნამუშევართა სერია, რომელშიც შემოქმედი დიდი სიყვარულითა და განცდით გადმოგვცემს მშობლიური მხარის პეიზაჟებს. ამასთანავე იყო შესანიშნავი კოლორისტი. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების,თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში ინახება მისი შესანიშნავი ნამუშევრები: „ქვიშხეთის მიდამოები“, „ბორჯომის ხეობის დასაწყისი“, „მზიანი დღე“, სერია „ძველი თბილისი“, „ქართლის ველი“ და სხვა.
სხვა ავტორები
მოქანდაკე კარლო გრიგოლია ნონკონფორმისტული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი და ქართული აბსტრაქტული ქანდაკების ფუძემდებელია. 1956 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაამთავრების შემდეგ იგი აკადემიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. კარლო გრიგოლიას შემოქმედებას საფუძვლად ბერძნული კლასიკური პრინციპები უდევს, მის ნამუშევრებში მკაფიოდ გამოვლენილია მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმი და მისწრაფება პლასტიკური ფორმის განზოგადებისაკენ.…
მერაბ აბრამიშვილი 80-იანელთა თაობას ეკუთვნის. მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მერაბ აბრამიშვილის პერსონალური მხატვრული ფორმა იმთავითვე განისაზღვრა. ინტერესი შუა საუკუნეების ფრესკისა და აღმოსავლური მინიატიურისადმი, მონუმენტური ფორმისა და რაფინირებული დეკორატიულობისადმი…და საოცრად ნიჭიერად განხორციელებული სინთეზი მონუმენტურის, დეკორატიულისა და სახვითი გამომსახველობის… ასე გამოიყურება მერაბ აბრამიშვილის…
უჩა ჯაფარიძე XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეში ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. მისი მრავალფეროვანი და პროდუქტიული შემოქმედება ყოველთვის აქტიურად ეხმაურებოდა იმდროინდელი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება გამოირჩევა როგორც დარგობრივი მრავალფეროვნებით (ჟანრი, პორტრეტი, კედლის მონუმენტური მხატვრობა, წიგნის ილუსტრაციები), ისე მის ნამუშევრებში მრავალგვარი ტექნიკური…