იოსებ შარლემანი იყო რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. მამამისი – ადოლფ შარლემანი ცნობილი მხატვარი იყო. იოსები სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში რუბოსთან. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „მირ ისკუსტვა“ (“Мир искусства”), „აპოლონი“ (“Аполлон”), „ლუკომორე“ (“Лукоморье”), „სატირიკონი“ (“Сатирикон”). შეასრულა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობას“ ილუსტრაციები. მეტწილად მუშაობდა გრაფიკულ ტექნიკაში, სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაზე, ასევე ასრულებდა შეკვეთებს ფაიფურის საიმპერატორო ქარხნისთვის. 1917 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა კავკასიაში, 1918 წლიდან – თბილისში. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც ჩამოაყალიბა და თავადვე ხელმძღვანელობდა გრაფიკის ფაკულტეტს (1922 წლიდან). 1941 წლიდან აკადემიის პროფესორია. ი. შარლემანმა საქართველოში 40 წელი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე შექმნა არაერთი ნამუშევარი: შესრულებული აქვს ქართველი მწერლების ნაწარმოებთა ილუსტრაციები, სპექტაკლების გაფორმება, გრაფიკა საქართველოს ბუნების და ცხოვრების თემებზე. არის ავტორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბისა (ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით), ასევე საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბისა, ე. ლანსერესთან ერთად. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე მარიამ გიორგის ასული მუსხელიშვილი (1883- 1967).
სხვა ავტორები
მოქანდაკე, გრაფიკოსი, პედაგოგი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, გიორგი სესიაშვილი 1893 წელს დაიბადა. 1912 წელს, ფრანგული ენის შესასწავლად ის შვეიცარიაში გაემგზავრა. პარალელურად, ჟენევის „ეკოლ დე ბოზ-არ“-ში შევიდა სასწავლებლად. ამ პერიოდის გრაფიკული ნამუჯშევრებში, ერთი ჯგუფი ქართული სოფლის ყოფით ჩანახატებს ასახავს; მეორე – ეროტიკულ სცენებს. 1913…
მხატვარი, მულტიმედიური, ვიდეო და ინსტალაციების არტისტი, დაიბადა თბილისში. ამჟამად ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს და სახელოვნებო პროექტებს მართავს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. სონღულაშვილმა ხატვა ღრმა ბავშვობაში დაიწყო. 2013 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის (New York Academy of Art)…
ია გიგოშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პედაგოგები იყვნენ სერგო ქობულაძე და ლორეტა შენგელია. აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა სერგო ქობულაძის სახელოსნოს ასპირანტურაში უჩა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ქართველმხატვრებს შორის ია გიგოშვილმა პირველმა აითვისა და საქართველოში დაამკვიდრა სერიგრაფიის ტექნიკა, რომელიც საბჭოთა კავშირში…