ლალი ქუთათელაძე, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1982); დაარსა ქართული კერამიკული ხელოვნების და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“ (2007).
1980/1990-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში, როგორც ხელოვანი და კურატორი: “Fest I Nova 2017” – „ურთიერთობის მრავალფერი ხალიჩა“, Art Villa Garikula; “კედლის ობიექტი – მასალა თიხა”, ეროვნული გალერეა, თბილისი (2016); “Fest I Nova 2015”-„ცეცხლოვანი კედელი“, Art Villa Garikula; „კუნძული საგამოფენო სივრცეში“, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი, თბილისი (2014); “მსვლელობა”, ლითოგრაფია _ გალერეა “შარდენი” სასტუმრო თბილისი მარიოტი (2010). სხვადასხვა პერიოდში ლალი ქუთათელაძე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას – თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
თუ დინამიკაში განვიხილავ ლალი ქუთათელაძის ხელოვნებას – ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მისი დამოკიდებულება თვითგამოხატვის მიმართ არასოდეს ყოფილა ერთმნიშვნელოვანი: ჩაკეტილობიდან გახსნილობამდე და პირიქით; სულიერი მდგომარეობა, დამოკიდებულება საზოგადოებასთან და აქედან გამომდინარე ესთეტური პრიორიტეტები აისახება მის ნამუშევარებში; მუდმივად ახლის ძიების სურვილი წარმოადგენს მხატვრის ხედვით რაიმე განსხვავებულის შექმნის საფუძველს.
სხვა ავტორები
მოქანდაკე და ფერმწერი, ირინა მერაბიშვილი-შანშიაშვილი დაიბადა თბილისში, 1948 წელს. 1972 წელს, დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით. მუსიკის პარალელურად, თბილისის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა ქანდაკებას, ფერწერასა და ხელოვნების ისტორიას. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მონაწილეობდა სახვითი ხელოვნების გამოფენებში; 1970 წლიდან ხელოვნების შესახებ სტატიებს აქვეყნებდა გაზეთებსა და…
მოდერნისტი ქართველი მხატვარი დავით კაკაბაძე ამავდროულად ხელოვნების თეორეტიკოსი, მეცნიერი და გამომგონებელიცაა. მე-20 საუკუნის ქართული მხატვრობის ისტორიაში მისი სახელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.დავითი 1889 წელს იმერეთში, სოფელ კუხში დაიბადა. მალე ოჯახი ქუთაისში დაფუძნდა და ის ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს. დავითი ბავშვობიდან გამორჩეული იყო მრავალმხრივი ინტერესებით, მიდრეკილებით როგორც საბუნებიმეტყველო საგნების…
მხატვარი, მოქანდაკე, გრაფიკოსი გიორგი (უფრო ცნობილი როგორც გიგი) კეშელავა ცხოვრობდა 1932 – 1993 წლებში თბილისში. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზა დაიწყო მაშინდელ პიონერთა და მოსწავლეთა, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სადაც ფერწერასა და ხატვას გრიგოლ მესხის ხელძღვანელობით ეუფლებოდა. 1952 წელს გიგი კეშელავამ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო…