ვახტანგ ქოქიაშვილი ვიტრაჟული ხელოვნების ჟანრის პიონერია საქართველოში, მისი ნამუშევრები ამშვენებდა პოპულარულ საჯარო და კერძო სივრცეებს საქართველოს ქალაქებში – თბილისის ფუნიკულიორის საბაგირო სადგურის ინტერიერიდან შავი ზღვის საკურორტო ქალაქების ინტერიერებამდე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1956 წელს. 1962-1969წწ, 1974-1979წწ. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის საწარმოო კომბინატის მთავარი მხატვარი, 1963 წლიდან გამგეობის წევრი, მონუმენტურ-საგამფორმებლო სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე. 1982 წლიდან იყო მონუმენტური ხელოვნების სექციის თავმჯდომარე. მონაწილეობდა მოსკოვისა და მონუმენტური ხელოვნების I საკავშირო გამოფენაში, მონუმენტური მხატვრობისა და არქიტექტურის სინთეზისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სამინანქრო ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმებში (უნგრეთი, მოსკოვი, 1985, 1988, 1990).
1990-იანი წლებიდან, ვახტანგ ქოქიაშვილი აქტიურად იწყებს პოპ არტისტული სერიების შექმნას. მის შემოქმედებაში ასევე შესულია ასობით კოლაჟი, გრაფიკა, ასამბლაჟი და ობიექტი.
2010 წელს მხატვარი თბილისში, საკუთარ სახელოსნოში გარდაიცვალა.
ვახტანგ ქოქიაშვილმა 1965 – 2000 წლამდე შექმნა 30 ვიტრაჟი, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. დღეს მისი მონუმენტურ-დეკორატიული ნამუშევრების უმეტესობა განადგურებულია