ლადო ფოჩხუა დაიბადა სოხუმში 1970 წელს, სახელოვნებო განათლება მიიღო თავდაპირველად 1990-1993 წლებში სოხუმის სახვითი ხელოვნების სახელოსნოში, შემდეგ კი 1993-2001 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების მიმართულებით, ხოლო 2001 წელს დაამთავრა აკადემია ფერწერისა და ბეჭდვის მაგისტრის ხარისხით. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და აშშ. ამჟამად ლადო ფოჩხუა ცხოვრობს ნიუ იორკში.
ხელოვანი მუშაობს სხვადასხვა ტექნიკასა და მედიაში; ხშირად- გრაფიკაში, ტუშით ან მელნით დიდ ფორმატზე. მისი ერთ- ერთი თემაა კლასიკური სურათებისა და სტილის ახალ ფორმატში გადმოცემა.
ლადო ფოჩხუას ნამუშევრები ასახავს დროში მოგზაურობას. მისი გმირები წარსულის ნიშნებს ატარებენ და ამავე დროს მოგზაურობენ მომავალში. მხატვარი მუშაობს თანამედროვე ფილოსოფიის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიმულაკრის თეორია და წარსულის კვლევა. ფოჩხუას ნამუშევრები თანაარსებობს საინფორმაციო კულტურაში გავრცელებულ სხვა სიმულაკრებთან.
ხელოვანი სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა საქართველოში და საზღვრგარეთ გამართულ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში: 2018 წელი – წიგნი ახალი არისტოკრატიისთვის, წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი; Project ArtBeat, საქართველო; 2015 წელი – აღმოაჩინე საქართველო ნიუ იორკში, Chelsea Market, ნიუ იორკი, აშშ; 2014 წელი – დუბაის ხელოვნების ბაზრობა; 2013 წელს ფოჩხუას პერსონალური გამოფენა გაიმართა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. 2013 – შემთხვევითი სიმარტივე, საინაუგურაციო გამოფენა, ბრუკლინ ბოქს გალლერი, ბრუკლინი, ნიუ იორკი, აშშ; 2013 – აფექტების შემდეგ, Chashama Art Space – ჩელსი, ნიუ იორკი, აშშ; 2009 წელი-პრაღის ბიენალე; 2008 – ბაღები, გემები და გაკვეთილები, კ. პეტრი ჰაზის გალერეა, ბუდაპეშტი, უნგრეთი.
წყარო: www.galleryartbeat.com
სხვა ავტორები
ჯიბსონ ხუნდაძე მიეკუთვნება 1950-60 იანელთა თაობას, რომლიც წარმოადგენდა ახალ აბსტრაქტულ ტალღას ქართულ სახვით ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ეტაპობრივად ქრება პეიზაჟის რეალისტური გაგება, იმპრესიონიზმის და აკადემიზმის სტილური ნიშნები. ინტენსიური ფერთა გამა, ფერადოვანი ლაქების ფენები, უხეში მონასმები, სიღრმე, ხაზობრივი რითმი, შუქ-ჩრდილის მოდელირება მუდმივად იკვეთება მხატვრის სახვით ენაში. შემოქმედების…
პოლონური წარმოშობის ფუტურისტი მხატვარი, თბილისური ავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, სიგიზმუნდ ვალიშევსკი 1897 წელს დაიბადა პეტერბურგში. 1908 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. ვალიშევსკის ბავშვობისა და სიყრმის წლებმა თბილისში გაიარა. აქ ნიკოლაი სკლიფოსოვსკის ხატვისა და ფერწერის კურსები დაამთავრა; აქვე, თბილისში დაიწყო მისი დამოკიდებელი შემოქმედებითი გზაც. კირილ…
ზაალ ბაჩანაშვილი 80-იანელთა თაობის მხატვარია. მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ზაალ ბაჩანაშვილმა როგორც მხატვარმა თავის შემოქმედებაში საკუთარი კომპოზიციური მოდელი შექმნა. მხატვარი თითქმის ყველა ნამუშევრის ზედა ნაწილში თეთრ წრეს, უფრო ხშირად კი, თეთრი წრის მცირე სეგმენტს გამოსახავს. თითოეული ნამუშევარი ცხოვრებისეულ კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება,…