Skip to content Skip to footer
ოლგა ფლორენსკაია
დაბადების წელი1960Share

ფლორენსკაია ოლგა

ოლგა ფლორენსკაია (დ.1960) – ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი და მოქანდაკე, დაიბადა ლენინგრადში,
მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-ტექნიკური სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. მეუღლე ალექსანდრ ფლორენსკისთან ერთად არის ჯგუფ “Митьки”-ს შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985), პეტერბურგის მხატვართა კავშირის წევრი (1988). ალექსანდრე ფლორენსკისთან ერთად განახორციელა არაერთი მასშტაბური შემოქმედებითი პროექტი. მათ შორის, ანიმაციური ფილმები: „ამბავი ყველაზე დიდი“ და „ნაალაფარი ფილმები“ . მიღებული აქვს რუსეთში გამართული საერთაშორისო კინოფესტივალების მრავალი ჯილდო. ოლგა ფლორენსკაიამ სახელი გაითქვა ქაღალდისა და ქსოვილისგან შექმნილი კოლაჟებით. მის პერსონალურ გამოფენებს მასპინძლობდნენ როგორც კერძო გალერეები, ასევე სახელმწიფო მუზეუმები. მათ შორის: ნატიფ ხელოვნებათა აკადემიის მუზეუმი ( პეტერბურგი,), „Gallerie Vallois Sculpture“ ( პარიზი), „OAT gallery“ (თბილისი), „Totibadze Gallerie“ (მოსკოვი). მისი ნამუშევრები ინახება რუსული მუზეუმის, ერმიტაჟის, ტრეტიაკოვის გალერეის, პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, ლონდონის „VICTORIA & ALBERT“-ისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში. მხატვარი ცხოვრობს და მუშაობს სანკტ-პეტერბურგსა და თბილისში.

Leave a comment

© 2023. ALL RIGHTS RESERVED.