ირაკლი ფარჯიანი სვანეთში დაიბადა. მან 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ირაკლი ფარჯიანის მხატვრული ესთეტიკა და ხელწერა ხელოვნებაში ინდივიდუალობისა და ტრადიციის ურთიერთმიმართების უაღრესად საინტერესო ნიმუშია. მისი შემოქმედების მთავარი თემა სახარებაა. თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, ირაკლი ფარჯიანის ყოველი სურათი მხატვრული სამყაროს ერთი დიდი ხატია. იქნებ ამიტომაც მხატვარი ბუნებრივად აფართოებს ერთი ჟანრის ფარგლებს და, მაგალითად, პეიზაჟში ნატურმორტის ელემენტები შეაქვს… ირაკლი ფარჯიანის მხატვრობის ძირითადი მახასიათებლები – მდიდარი ფერწერულობა, კონკრეტულისაგან გათავისუფლებისა და განზოგადებისაკენ სწრაფვის ტენდენცია მისეული მხატვრული სამყაროს უცვლელი კანონებითაა განპირობებული. ის იკვლევს სახვითი ხელოვნების ისეთ ძირეულ პრობლემებს, როგორებიცაა სინათლისა და ჩრდილის, სივრცისა და სიბრტყის ურთიერთმიმართება. მიღწეული შედეგი შთამბეჭდავია და, შუასაუკუნოვანი ქრისტიანული ხელოვნების მსგავსად, XX საუკუნის ფერწერა ტრანსცენდენტურზე, საკრალურზე გესაუბრება.
სხვა ავტორები
ლევან ხარანაულმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მხატვარი ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას იღებს 1983 წლიდან. პერსონალური გამოფენები გამართული აქვს თიანეთის მხარეთმცოდნეობის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ქართული ლიტერატურის მუზეუმებში; თბილისის კერძო გალერეებში – „TMS“ -სა და „ძველ გალერეში“. სხვადსხვა წელს მისი სოლო გამოფენები მოეწყო…
გიორგი გუგუშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1985-1986 წლებში იყო ფოთის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი. გაფორმებული აქვს სპექტაკლები: „კოლხეთის დაბლობი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „თეთრი ბაირაღები“. 1991-1993 წლებში სატელევიზიო გადაცემების დამდგმელი მხატვარი იყო, 2007-2012 წლებში კი – თბილისის სამხატვრო აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, პროექტებისა…
ლუიზა ლაფერაძე 2000-იანი წლების მხატვართა თაობის წარმომადგენელია. დაიბადა მეშახტეთა ქალაქ ტყიბულში, ტყიბულშივე რვა კლასის დასრულების შემდეგ თბილისში გააგრძელა ცხოვრება, სწავლა და საქმიანობა. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა და უცხოეთში. არის არაერთი პროექტის ორგანიზატორი და მონაწილე. შემოქმედებით რეზიდენციებში იმყოფებოდა გერმანიასა და ჰოლანდიაში.…