Skip to content Skip to footer
ლევან ურუშაძე
დაბადების თარიღი1960Share

ურუშაძე ლევან

ლევან ურუშაძე 1990 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე იწყებს საგამოფენო საქმიანობას საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ – აშშ-სა (ნიუ-იორკი) და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში (ბერლინი, ციურიხი, ლისაბონი, მონაკო, ამსტერდამი, რომი, მოსკოვი). მისი გამოფენების არასრული ნუსხა ასეთია: ჯგუფური გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (თბილისი. 1991); გამოფენა „Совинцентр“-ში (მოსკოვი, რუსეთი.1992); გამოფენა „სამი სუბიექტი“ გალერეა „25 კადრში“ (მოსკოვი, რუსეთი. 2009); სოლო გამოფენა გალერეა „Colorida”-ში (ლისაბონი, პორტუგალია.2010); გამოფენა მე- 13 საერთაშორისო არტბაზრობა „Art Zurich”-ზე (ციურიხი, შვეიცარია. 2011); გამოფენა „Zurich Art Fair” (ციურიხი, შვეიცარია. 2012); გამოფენა „Art Monaco“ (მონტე კარლო, მონაკოს სამეფო. 2012); გამოფენა „Отражение” მხატვრის სახლში (მოსკოვი, რუსეთი. 2013). ერთი ამონარიდი ლევან ურუშაძის შემოქმედების შესახებ წერილიდან, რომელიც ჯ. სანდერს იტონმა გამოაქვეყნა ნიუ-იორკში გამოცემულ ჟურნალ „Gallery & Studio”-ის ნოემბრის ნომერში: „…ლევან ურუშაძის ექსპრესიის საშუალებებს, მთლიანად როგორც მის თანმიმდევრულ ნამუშევრებს, ასვია მისი ინდივიდუალური მგრძნობელობის ერთგვარი უნიკალური ბეჭედი, რომელიც გადაფარავს მის ეკლექტიკას და
მძლავრად მჟღავნდება ტილოს თითოეულ შტრიხში…“

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.