Skip to content Skip to footer

მესხიძე ნანა

ფერმწერი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ნანა მესხიძე ხელოვანთა ოჯახში გაიზარდა. მამა – ლოტბარი,  დედა – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც მისი პედაგოგი უჩა ჯაფარიძე იყო.  

ნანა მესხიძე  იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმის ფერწერის პედაგოგად მუშაობდა.

1965 წელს გაწევრიანდა საქართველოს მხატვართა კავშირში. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საკავშირო გამოფენაში.  რჩეული ნამუშევრებია: და-ძმა (1963), მამაჩემი  (1965), გამარჯვების დღე (1970), ჩოგბურთელები (1971), მსახიობები კულისებს მიღმა (1975) …  ფერწერული ტილო დედები, რომელიც საქართველოს ეროვნულ გალერეის კუთვნილებაა, მხატვრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.

ნანა მესხიძის ნამუშევრები  დაცულია საქართველოსა და რუსეთის გალერეებში.

ნანა მესხიძე
დაბადების წელი1936გარდაცვალების წელი1997Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.