Skip to content Skip to footer

მერაბიშვილი პაატა

მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და დიზაინერი. დაიბადა თბილისში, მხატვრისა და ხელოვნებათმცოდნის ოჯახში. სამხატვრო განათლება იაკობ ნიკოლაძის სახელობის სპეციალურ სამხატვრო სასწავლებელში,  შემდგომ კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, სადაც მოქანდაკის ხელობას  პროფესორ გიორგი ოჩიაურის სახელოსნოში ეუფლებოდა. 1990 წელს, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ, გაწევრიანდა ჯერ საქართველოს, შემდგომ – მოსკოვის მხატვართა კავშირში (МСХ,  რეგიონალური შემოქმედებითი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სსრკ-ს მხატვართა კავშირის სამართალმემკვიდრე)

1996 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში. 2019 წელს აირჩიეს  რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრად.

1988 წლიდან მოყოლებული მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ  ჯგუფურ გამოფენაში მოსკოვსა და პეტერბურგში. 2008 წელს მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა მანეჟზე, მოსკოვში; 2023 წელს  – პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში,  გალერეაში „ვანდა“, 2025 წელს კი – ამავე გალერეის ორგანიზებით – საქართველოს ეროვნულ გალერეაში.

შექმნილი აქვს დიზაინი მთელი რიგი რუსული პრიზებისთვის და  სკულპტურული კომპოზიცია „ღვინის კაცი“. მისი ქანდაკება „უსასრულობა“ დგას მოსკოვის ახალ პარკში „ზარიადიე“ (Зарядье), რომელიც სასტუმრო „როსიას“ ადგილას აშენდა და წამყვან საერთაშორისო გამოცემა  ჟურნალ Archdaily-ს საზოგადოებრივი არქიტრექტურის ნომინაციაში 2018 წლის პროექტად დასახელდა. გაფორმებული აქვს რესტორანი „ბაბუშკა“ მოსკოვში, პატრიარქის ტბორებზე.

მნის მინიმალისტური ესთეტიკის მქონე, ნიშნებამდე რედუცირებულ გამოსახულებებს. ქანდაკებაში იყენებს ლოკალურ ფერებს.

https://oms.ru/news/paata-merabishvili-mezhdu-proshlym-i-vechnym

https://ru.wikipedia.org/wiki/Мерабишвили,_Паата_Мерабович

https://ru.wikipedia.org/wiki/Зарядье_(парк)

პაატა მერაბიშვილი
დაბადების წელი1964AuthorAuthor nameShare

Leave a comment

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.