მოქანდაკე, პედაგოგი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი. ნელი ალექსიძემ 1949 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (სილოვან კაკაბაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნო). ძირითადად ქმნიდა დაზგურ ქანდაკებებს – პორტრეტებსა და მცირე ზომის ფიგურულ კომპოზიციებს. ამ უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ცეკვის თემაზე გაკეთებული მცირე ზომის სკულპტურები: ცეკვა ქართული (1951, თაბაშირი),…