Skip to content Skip to footer

მამალაძე შალვა

შალვა მამალაძე, ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი, 1922- 28 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მისი პედაგოგები იყვნენ გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე, ალ.ციმაკურიძე. 1939- 63 წლებში თავდვე ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.
შალვა მამალაძის შემოქმედებაში წამყვანია პეიზაჟის ჟანრი, „ბუნება მუდამ ლამაზია, მაგრამ ისე, როგორც ადამიანის სახე, ისიც მხოლოდ რომელიმე მდგომარეობაში და ხედვით წერტილშია მეტად მომხიბლავი და დამაჯერებელი.“ ამიტომაც საკუთარი პეიზაჟებისთვის შალვა მამალაძე მუდამ კონკრეტულ ადგილს არჩევს, მისთვის კარგად ნაცნობსა და ახლობელს (მეტწილად მშობლიური გურიის ხედებს). მცირე ფორმატის ემოციურად ნაწერი ნამუშევრების კამერულობა თავად ადგილის კონკრეტიკითა და მოტივის ლირიზმით აიხსნება. შალვა მამალაძის განწყობისმიერი პეიზაჟები ხანდახან ოდნავ სევდიანი, მაგრამ ყოველთვის ცოცხალი და აუცილებლად ადამიანებით დასახლებულია, ამის გამო მათში განსაკუთრებული სიმყუდროვე იგრძნობა. დასრულებული ნამუშევარი მასთან ხშირად ეტიუდის ხასიათს ატარებს, თავად ეტიუდი კი სურათს ჰგავს, ისე დეტალურადაა კომპოზიცია გააზრებული.

შალვა მამალაძე
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1895-1963Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.