ნინო ლორთქიფანიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ (1964) (პედაგოგები იყვნენ: არქიტექტორები – არჩილ ქურდიანი, ივანე ჩხენკელი, ტონი კალანდარიშვილი, მხატვრები: სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე, ვასილ შუხაევი) სწავლა გააგრძელა პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტში (1969). შემდეგ კი – ჰელსინკიში სახვითი ხელოვნების აკადემიაში, სადაც ფინელი სიურეალისტი მხატვრის იუჰანი ლინოვაარას მოწაფე იყო. 1972-1976 მუშაობს მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტ – გიპროთეატრში და მოსკოვის ნატალია საცის სახელობის ბავშვთა მუსიკალური თეატრის პროექტის თანაავტორია. 1980-90 წლებში სტროგანოვის ხელოვნებისა და ინდუსტრიის უნივერსიტეტის (მოსკოვი) აკადემიური ფერწერის პედაგოგი და პროფესორია.
ნინო ლორთქიფანიძის ფერწერას ახასიათებს სივრცის ახლებურ აღქმა, რეალური გეომეტრიული კანონების რღვევა; არარეალურ რაკურსები, სარკისებურ უჩვეულო სიბრტყეები. მის ნაწარმოებებში პრევალირებს პეიზაჟი, ნატიუმორტი, კომპოზიციები, რომლებშიც ავტორი შორდება მატერიალური ფორმის აღქმას და გადმოსცემს შინაგანი სამყაროს ინდივიდუალურ ხედვასა და ირაციონალურ განწყობას.
მხატვარს არაერთი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენა ჰქონოდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში; საქართველო, რუსეთი, ფინეთი, ბელგია, პოლონეთი, ლონდონი, ჩეხეთი, შვეიცარია, ავსტრია, თურქეთი; პერსონალური გამოფენა ციურიხში (გალერეა Artefiz, 2002). მისი ნამუშევრები გამოფენილია საქართველოს (შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახლემწიფო მუზეუმი, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი) და სხვადასხვა ქვეყნების გალერეებსა და მუზეუმებში, კერძო კოლექციებში.
სხვა ავტორები
თემო გოცაძე – ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1989) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), პროფესორი. თბილისის სამხატვრო აკადემიაში თემო გოცაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოში სწავლობდა. პირველი ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა მხატვარმა სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდგომ, საგაზაფხულო გამოფენაზე წარადგინა იყო „ლურჯა ცხენები“ (1965). სიმბოლისტური შინაარსისა და აბსტრაქტული გამომსახველობის…
თუთუ კილაძე 1981 წელს დაბადებული ქართველი მხატვარია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში. 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. თუთუ კილაძე თანამედროვე მხატვართა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა ინტერესს ნაივური ხედვისადმი სწრაფვა და გამომსახველობითი ფორმების სიმარტივე წარმოადგენს.ის მონაწილეობს ხელოვნების ბაზრობებსა და გამოფენებში მთელს მსოფლიოში, როგორიცაა Viennafair ავსტრიაში,…
ანგელინა დამენია დაიბადა 1972 წლის 7 აგვისტოს უკრაინაში, ქ. ვინიცაში, საქართველოში ცხოვრობს 1984 წლიდან. ხატავს ადრეული ბავშვობიდან, 2 წლის ასაკიდან.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღეს მისაღები გამოცდების გარეშე, გამონაკლისის სახით, სპეციალურად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით და, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი ხელწერა, დაამთავრა თეორიული ფაკულტეტი – სახვითი ხელოვნების ისტორია…