ჟანრი ლოლაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი, მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ადამიანი-ისტორიის ევროპული ორდენის კავალერი, სხვა უამრავი ჯილდოსა და წოდების მფლობელია. „მხატვრობაში მე ვარ რეჟისორიც, დრამატურგიც, სცენოგრაფიც და მსახიობიც. ეს განცდა, ეს ემოცია გაძლევს უფლებას, უფრო მეტად თავისუფალი იყო. აქ ყველაფერი გამოგონილია. უფრო ილუზიური სამყაროა. საერთოდაც, რაც უფრო გადიხარ შემოქმედებით სინამდვილისგან, მით უკეთესია.“ იგი 1959 წლიდან ხატავდა, მხატვარ-მულტიპლიკატორად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ (1958–1961). 1961–1963 წლებში იყო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მხატვარი. ჯერ კიდევ მოსკოვში გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში მხატვარ – მულტიპლიკატორის ფაკულტეტზე სწავლისას, სხვა საგნებთან ერთად გადიოდა მსახიობის ოსტატობის კურსს პედაგოგ ი. სტაბილინის ხელმძღვანელობით. ჟ.ლოლაშვილი სერიოზულად გაიტაცა სასცენო ხელოვნებამ. 1965 წელს დაამთავრა შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. აქედან იწყება მისი სამსახიობო კარიერა. მის მიერ განსახიერებულმა როლებმა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაყურებელი ქართულ თეატრზე აალაპარაკა. ლუარსაბი, მასხარა, მერკუციო, ვარსქენი, მთხრობელი “კავკასიური ცარცის წრიდან” და ათობით სხვა პერსონაჟი, ლეგენდარულმა მსახიობმა სცენაზე თუ კინოში დასამახსოვრებელ სახეებად აქცია. სახვით ხელოვნებაში მან შექმნა საინტერესო ტექნიკითა და სტილით გამორჩეული ფერწერული ნამუშევრები. მას პერსონალური და ჯგუფური გამოფენები ჰქონდა როგორც საქართველოში (დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (2015), შ. რუსთაველის თეატრი (2020), ასევე გერმანიასა და რუსეთში (საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში).
სხვა ავტორები
ა. ციმაკურიძე იწყებს სწავლას კავკასიის ნატიფი ხელოვნების ხელშეწყობის სკოლაში ბორის ფოგელთან და ოსკარ შმერლინგთან. შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში და ჩაირიცხა კ. იუონის სტუდიაში. მოგვიანებით სტროგანოვების ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელშია, ხოლო 1906 წელს აქვე განაგრძო სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ნ.…
მამუკა ჯაფარიძე, აკადემიური სამხატვრო განათლების მიღებიდან მოყოლებული (1987 წელი), კონცეპტუალურ პროექტებზე მუშაობს. მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტისა და სივრცის სპეციფიკის თანახმად და მოიცავს ჰეფენინგს, საგნებისა და სურათების კოლექციებს, დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებულ ფოტოარქივსა და ვიდეოპროექციებს; ასევე – ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ მანიპულაციებს, ნახატებს, ხმოვან რიგსა და პრინტებს.…
ბუბა არაბულმა დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1996 წელს.მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქალია. ნაზი პასტელური ტონებით შექმნილ კოლორიტში, გამჭვირვალე ჰაეროვანი ფიგურები ერთიან დეკორატიულ ზედაპირს ქმნიან. ზოგჯერ შერეულ ტექნიკას იყენებს და ნამუშევრის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ფაქტურით…