ლევან ლაღიძე 80-იანელთა თაობის ქართველ მხატვართა წარმომადგენელია. სამეცნიერო თუ პოპულარულ ლიტერატურაში ტერმინის – „80-იანელთა თაობის“ შემოტანა ლევან ლაღიძის სახელს უკავშირდება. მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ლევან ლაღიძის თქმით, „მხატვრობა იწყება არა მაშინ, როცა შეგიძლია ხატო, არამედ, როცა არ შეგიძლია, არ ხატო…“ – ეს ზუსტი ფორმულაა ბევრი ხელოვანის შემთხვევაში და ეს ლევან ლაღიძის შემთხვევაცაა. ლევან ლაღიძე გამორჩეული პერსონალური ფერწერული დისკურსით ეწერება ქართულ არტსივრცეში, ხელოვანი, რომელთანაც ჰარმონიულად ერწყმის რაციონალური და მეტაფიზიკური… ის თანმიმდევრულია შემოქმედებით გზაზე, თანმიმდევრულია გაცნობიერებული, რაფინირებული აზროვნების წესით, მარადიული საიდუმლოს ძიების მუდმივად ცოცხალი მუხტით. მისთვის მხატვრობა შემეცნების ფორმაა. მის ტილოებთან განმარტოება გინდება… როცა ცხადად შეიგრძნობ, რომ შემეცნების პროცესის მთავარი ხიბლი საიდუმლოების განცდაა. 2011 წელს თბილისში მხატვარმა საკუთარი გალერეა – “Lagidze Gallery” გახსნა. 2018 წლიდან ლევან ლაღიძე თანამშრომლობს ბრიტანეთში მოღვაწე ამერიკელ კურატორ ქეთრინ ლევინთან და ყოველწლიურად ლონდონში მისი სოლო გამოფენები იმართება.
სხვა ავტორები
გივი ვაშაკიძე XX საუკუნის ქართველ მხატვართა ე. წ. 60-იანელთა თაობის წარმომადგენელია. ის აკადემიის დამთავრებისთანავე მონაწილეობდა ადგილობრივსა და საზღვარგარეთ მოწყობილ პერსონალურსა თუ ჯგუფურ გამოფენებში (მოსკოვი, მიუნხენი, ბერლინი, ტიროლი, ბაქო, რიგა). გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერის გამო, მისი შემოქმედება მუდამ იქცევდა დამთვალიერებლის ყურადღებას, იმსახურებდა ადგილობრივი თუ უცხოური პრესის მაღალ…
თამაზ კაკაბაძე ( კაკაჩა ) იყო ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი – მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ქართული მხატვრობის ერთერთი გამორჩეული წარმომადგენელი. მან 1954-1996 დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი პროფესორ დიმიტრი თაყაიშვილის სახელოსნო. მხატვრის შემოქმედების ძირითადი თემებია პეიზაჟი, ნატურმორტი და კომპოზიცია;…
რობერტ კონდახსაზოვი დაიბადა თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც ფერწერას ეუფლებოდა ვ. შუხაევისა და ს. ქობულაძის ხელმძღვანელობით. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1969 წლიდან, მუშაობდა ინტერიერის დიზაინის, წიგნის გრაფიკისა და სცენოგრაფიის ჟანრებში. 1973 წელს მიიღო საქართველოს თოჯინების თეატრში სპექტაკლების სცენოგრაფიისთვის…