Skip to content Skip to footer

თოფურია ნოდარ

მოქანდაკე და პედაგოგი, ნოდარ თოფურია-ვოიტკევიჩი, ძირითადად მცირე პლასტიკის ჟანრიში მუშაობდა – მის მიერ  შექმნილმა, დახვეწილი ფორმის დაფერილი თაბაშირის სკულპტურებმა  მაშინვე მიიპყრო პროფესიული წრეების ყურადღება. სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში (1964-1970), ნოდარ თოფურია ნიკოლოზ კანდელაკის სტუდენტი იყო.

1973 წელს მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ გამოფენაში, რის შემდგომაც მხატვართა კავშირის წევრი გახდა. ამ პერიოდიდან სისტემატურად იღებდა მონაწილეობას ქანდაკების სხვადასხვა საერთაშორისო სიმპოზიუმებში, გამოფენებსა და კონკურსებში.1993 წელს მხატვრის სახლის დირექტორად დაინიშნა. 1994 – 2006 წლებში თბილისის კულტურის ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის პროფესორი იყო; 2007 წელს კი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი მრჩევლის პოზიცია ეკავა. ამავე წელს, ალმა მატერში, „წლის საუკეთესო პედაგოგის“ წოდება მიიღო. მომდევნო წელს კი , სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორი გახდა.

სკულპტურისთვის „ფერისცვალება“ მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი (2003

ნოდარ თოფურია
დაბადება/გარდაცვალება1942 -2023Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.