Skip to content Skip to footer
რევაზ თარხან-მოურავი
დაბადება-გარდაცვალება1923-1993Share

თარხან-მოურავი რევაზ

რევაზ თარხან-მოურავი დაიბადა ქ.თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო დავით კაკაბაძისა და სერგო ქობულაძის მოწაფე. გამოფენებში მონაწილეობდა 1955 წლიდან. მისი გრაფიკული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დინამიზმი, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა. აღსანიშნავია ლინოგრავიურების სერიები: “ქართული ხალხური ცეკვები” (1957), “ქართული ხალხური სიმღერები”(1959), “ქართული ხალხური თამაშობანი” (1960), სადაც ნახატის საშუალებით გადმოცემულია ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი განწყობილება და ხასიათი. წარმატებით მუშაობდა ფერწერაში; მასვე ეკუთვნის ნიკოლას გილიენის ლექსების ილუსტრაცია (1961). მოხატა ყვარლის ღვინის სარდაფის სადეგუსტაციო დარბაზი. 1964 წელს გამოსცა ალბომი “ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, თამაშობანი ნახატებში”.
1984 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვარის წოდება.

რევაზ თარხან-მოურავი-სერია-ქართული ხალხური თამაშობები – ლახტი, ლინოგრავიურა, 56,5X38ს. 1957.  რევაზ თარხან-მოურავი – ცეკვა. 1964.      

რევაზ თარხან-მოურავი-ცეკვა ქართული, მუყაო, გუაში, 17,5X23სმ.1957.რევაზ თარხან-მოურავი-სერია-ქართული ხალხური თამაშობები.

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.