ალექსანდრე ვარვარიძე ვიზუალური არტისტია. ყველაზე აქტიურად მუშაობს ფერწერაში. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინდივიდუალური ხასიათით, მის ნამუშევრებში ჭარბობს ფიგურატიული ფორმები და ინტენსიური ლაკონური ფერები. მისი პორტრეტებში ვლინდება სამყაროს მხატვრისეული ემოციური აღქმა, რაც მისი ნამუშევრების ინტერპრეტაციისთვის ფართო შესაძლებლობებს ქმნის. ალექსანდრე ვარვარიძის აბსტრაქტულ ნამუშევარში მქრქალი ზედაპირის, ბუნებრივი ფაქტურის, ზეთის საღებავის, მრავალშრიან ტექსტურისა თუ სხვა მედიუმებს შორის არსებული დაძაბულობა და ამავდროულად ჰარმონია ერთდროულად იგრძნობა. ალექსანდრე ვარვარიძე მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში. მისი ბოლო გამოფენა “A GoGo” გაიმართა 2020 წელს ლოს ანჯელესში Mesh Gallery-ისა და V. Hollywood-ის ერთობლივი ინიციატივით. ალექსანდრე ვარვარიძის ნამუშევრები კერძო კოლექციებშია დაცული, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იგი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.