Skip to content Skip to footer

დონცოვა ევგენია

საქართველოს სსრ – ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ევგენია დონცოვა დაიბადა რუსეთის ქალაქ როსტოვში. თბილისში დიდი სამამულო ომის დროს, ევაკუაციისას, მოხვდა.  1942 – 1949 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში  თეატრის დეკორაციის ფაკულტეტზე, სადაც მას  დავით კაკაბაძე და სერგო ქობულაძე ასწავლიდნენ.

1950 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში. თავდაპირველად, ის მუშაობდა ირინა შტენბერგის ხელმძღვანელობით, ხოლო 1964 წელს თეატრის მთავარ მხატვრად დაინიშნა.

ევ. დონცოვამ დაახლოებით 100 სპექტაკლი გააფორმა, აქედან 70-ზე მეტი დეკორაცია განკუთვილი იყო გრიბოედოვის თეატრისთვის. მის მიერ შექმნილი გრაფიკული და აკვარელური ნამუშევრები, ლითოგრაფიები და დაზგური კომპოზიციები გამოირჩევა   მაღალი ოსტატობით. ხელოვანმა შექმნა დეკორაციები სპექტაკლებისთვის: ცოცხალი გვამი (ლ. ტოლსტოი.  1950 წ.); ძაღლი თივაზე (ლოპე დე ვეგა. 1954 წ.), მარადისობის კანონი (ნ. დუმბაძე),   დები ( მ.  ბულგაკოვი)  და სხვ.  

ევ.  დონცოვას მიერ შექმნილი თეატრალური დეკორაციები გამოირჩეოდა ნათელი, ამაღელვებელი და ემოციური ხასიათით. ის ყოველთვის საინტერესოდ უდგებოდა სცენაზე მხატვრული სამყაროს შექმნას. მისი დეკორაციები გამოხატვდა ადამიანისა და მის გარშემო არსებული მატერიალური სამყაროს, დროისა და სივრცის განუყოფელ ერთიანობას.  მხატვარი კოპირებას კი არ მიმართვდა, არამედ  ქმნიდა ემოციური ზემოქმედების მქონე სამყაროს.  

ევ. დანცოვა მუშაობდა სსსრ-ის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, 1973 წელს აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც შექმნა დეკორაციები სპექტაკლისთვის საიათნოვა. 1974 წელს კი ოდესის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მისი ავტორობითაა შექმნილი დეკორაციები   სპექტაკლისათვის პიკის ქალი.    

ევ.  დონცოვას მიერ გაფორმებულმა მრავალმა სპექტაკლმა მოიპოვა დიდი პოპულარობა და უამრავი სახელმწიფო ჯილდო ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით.

ევგენია დონცოვა
დაბადების თარიღი1924გარდაცვალების თარიღი2006Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.