თამარ (თათია) დარჩიაშვილი დაიბადა 1972 წელს თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი, ილუსტრაციის მიმართულება. მუშაობდა ა. ქუთა-თელაძის სახელობის შემოქმედებით სახელოსნოში გოგი წერეთლის ხელმძღვანელობით. შემდეგ კი სტაჟირება გაიარა ს. ქობულაძის სახელობის გრავირების სახელოსნოში. მისი შემოქმედების სფერო მოიცავს გრაფიკას, ფერწერას, ინსტალაციას, საიუველირო დიზაინსა და მინანქრის ხელოვნებას. როგორც თავად ამბობს, მისი პერსონაჟები სიცოცხლისა და ურთიერთობის სიმყიფეზე, საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და კვლევის აუცილებლობაზე, დაპირისპირებებსა და კონტრასტებზე და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე ყვებიან. მისი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენები იმართება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (გერმანია, იაპონია, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები).
სხვა ავტორები
ლევან ხარანაულმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მხატვარი ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას იღებს 1983 წლიდან. პერსონალური გამოფენები გამართული აქვს თიანეთის მხარეთმცოდნეობის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ქართული ლიტერატურის მუზეუმებში; თბილისის კერძო გალერეებში – „TMS“ -სა და „ძველ გალერეში“. სხვადსხვა წელს მისი სოლო გამოფენები მოეწყო…
კოკა ცხვედიანი 1975-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობს სხვადასხვა მედიაში. 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთში გამართულ გამოფენაში, მათ შორისაა:„კარტეზიანული ფიქრები და გულისთქმა“ (მოსკოვის საერთაშორისო არტბაზრობა, გალერეა „კაშირკაზე“, მოსკოვი, რუსეთი. 1996), „GEM ATB“ (გალერეა „თბილისი“, იაპი კრედის მოედანი, სტამბული, თურქეთი. 2005), თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენა (ზაარლენდის რადიო,…
მოქანდაკე, გრაფიკოსი და ფერმწერი; ქართულ მონუმენტურ ქანდაკებაში, XX საუკუნის 50-იან წლებში დაწყებული ეროვნულ-პარტიოტული მიმართულების ერთ-ერთი შემოქმედი. იტალიური რენესანსისა და მანერიზმის ესთეტიკაზე დაფუძნებული მისი ძლიერი, გმირული ხასიათის პლასტიკა, რომელშიც გამოჩენილი ქართველი მეფეებისა და მითოლოგიური პერსონაჟების ხატებია ასახული, ასევე – საქართველოს ისტორიის გარდამტეხი მოვლენებისადმი მიძღვნილი მემორიალები, ცალკე…