Skip to content Skip to footer

გულისაშვილი გივი

გივი გულისაშვილი – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი.

1938 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი  მოსე თოიძე). ამავე  წლიდან დაიწყო მონაწილეობა რეგულარულ სამხატვრო გამოფენებში.  

მისი შემოქმედების ძირითადი მოტივებია ცხენების გამოსახულებები, ნატურმორტები და ისტორიულ პირთა პორტრეტები. დასურათებული აქვს წიგნები: ეკატერინე გაბაშვილის მაგდანას ლურჯა, იროდიონ  ევდოშვილის საბავშვო მოთხრობები, ანა ხახუტაშვილის გაზაფხულის მერცხლები…

ფერწერულ ნამუშევრებში გამორჩეულია შემთხვევა საზღვარზე (1930), ცხენების ბანაობა (1938), მამაცთა შეჯიბრება (1953), ქართული (1978), მეფე ერეკლე (1983). 

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეასა და კერძო კოლექციებში.

გივი გულისაშვილი
დაბადების წელი1913გარდაცვალების წელი1995Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.