მიშა გოგრიჭიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1990-იანი წლების დასაწყისში მისი ნამუშევრები გამოჩნდა ქართულ საგამოფენო დარბაზებში, დამთვალიერებელს ფერწერული მინიმალისტური, ნაივური ხელწერით დაამახსოვრა თავი. 1990-იანი წლების ბოლოს მხატვარი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 90-იანი წლების საქართველო ამერიკულ ყოველდღიურობას „შეაზავა“ და შექმნა ნოსტალგიური ხასიათის სურათების სერიები ყველაფერ ამერიკულზე. საქართველოში დაბრუნებული მიშა გოგრიჭიანი თანამშრომლობს „დედიკას გალერეასთან“ და მისი ნამუშევრები აქტიურად იფინება. 2010 წელს გაიხსნა მისი პირველი გამოფენა „მამაჩემის მონადირე ძაღლები“. ამას მოჰყვა გამოფენები: „ალპინისტის დღიური“ (2013), „სცადეთ კიდევ ერთხელ“ (2014), „პროცენტები“ არტისტერიუმის ფარგლებში (2015), „მხატვრის სახლი“ (2016), „კლასი/ბედნიერი ბავშვობა“ (2017 ), „თუ არ შეგიძლია ფრენა, ისწავლე ვარდნა“ (2018). 2019-2020 წლებში კი მიშა გოგრიჭიანი მონაწილეობდა „დედიკას გალერეაში“ მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში სახელწოდებით „პერ ასპერა“ და „მიყვარს ყავა, მიყვარს ჩაი.“გარდა ამისა, ხელოვანი აქტიურად მონაწილეობდა ედინბურგის, ვაშინგტონის, პარიზის, ლონდონისა და სხვა ქალაქების ჯგუფურსა თუ სოლო გამოფენებში.
სხვა ავტორები
გეგა პაქსაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ დინარა ნოდია, დეა ჯაბუა, დიმიტრი ერისთავი და სერგო კაშხიანი. სტუდეტობის პერიოდიდან, გეგა პაქსაშვილი აფორმებდა სპექტაკლებს თბილისიში, მოსკოვში და საქართველოს რეგიონულ თეატრებში; მის სცენოგრაფიულ ნამუშევრებს შორისაა: იეთიმ გურჯი ახმეტელის თეატრში (თბილისი), როკ-ოპერა…
შალვა მატუაშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1987 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 2007 წლიდან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შალვა მატუაშვილი ფერმწერი და გრაფიკოსი ფიგურატიული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენელია, ინტელექტუალი, მუდმივი შემოქმედებითი ძიების პროცესში დიდი მხატვრების შედევრებისგან მიღებულ ინსპირაციას საკუთარი აზროვნე- ბის პრიზმაში ატარებს,…
მერაბ აბრამიშვილი 80-იანელთა თაობას ეკუთვნის. მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მერაბ აბრამიშვილის პერსონალური მხატვრული ფორმა იმთავითვე განისაზღვრა. ინტერესი შუა საუკუნეების ფრესკისა და აღმოსავლური მინიატიურისადმი, მონუმენტური ფორმისა და რაფინირებული დეკორატიულობისადმი…და საოცრად ნიჭიერად განხორციელებული სინთეზი მონუმენტურის, დეკორატიულისა და სახვითი გამომსახველობის… ასე გამოიყურება მერაბ აბრამიშვილის…