Skip to content Skip to footer
გია ბუღაძე
დაბადების წელი1956Share

ბუღაძე გია

გია ბუღაძე ზედმიწევნით პიროვნული მხატვარია. მას შეუძლია მიმართოს ნებისმიერ სტილს და გამოხატოს ამ სტილის ძირითადი არსი. იგი შეიძლება იყოს მშვიდი ნეორომანტიკოსი, თუ მას ასე სურს, ან ექსპრესიონისტი, ან რომანტიკოს-მისტიკოსი. იგი შეიძლება მოგვევლინოს საჯარო მხატვრად, რომელსაც ახასიათებს საჯარო პოლიტიკური გამოსვლები ან ითამაშოს იდუმალი ფსევდოისტორიებით, ან მოგვევლინოს ინტიმისტად, რომელსაც აინტერესებს პირადი დეტალები, ან თავის ხელოვნებაში შემოიტანოს რელიგიური თემატიკა. გია ბუღაძის შემოქმედების მრავალ განსხვავებულ თვისებას შორის უნდა აღინიშნოს ის, რომ ის თავის ნამუშევარს ყოველთვის მთლიანობაში აღიქვამს, არ თამაშობს რაიმე მარტივ კონცეპტუალურ თამაშს, არ უარყოფს თავის არც ერთ მიდგომას იმის განცხადებით, რომ ახლა დაკავებულია აქციონიზმით ან ქუჩის ბანერის გაკვრით, ან კედლის ალუზიებით. „გია ბუღაძე შემოქმედების მნიშვნელობას ანთროპოლოგიური ჭრილიდან განსაზღვრავს: შემოქმედება – ეს უმძაფრესი ინტენციაა თანამედროვე ადამიანისა, რომელსაც სურს, რომ გადარჩეს როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, პიროვნულად და ნაციონალურად, ხოლო რაც შეეხება „end art“-ს, იგი აპოკალიფსურ დასასრულს კი არ მიუთითებს, არამედ სვამს უკანასკნელ, მარადიულსა და აბსოლუტურ შეკითხვებს ადამიანისა და კაცობრიობის წინაშე“ (ჟურნალი „აპრილი“. #15(160)

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.