მანანა ბელიაშვილმა 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პედაგოგები იყვნენ პედაგოგები: ვ. გრიგოლია, ვ. ჯაფარიძე, ი. შარლემანი. სადიპლომო ნამუშევარი იყო ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციები, ი. შარლემანის ხელმძღვანელობით.
წლების მანძილზე მუშაობდა გამომცემლობებში წიგნის გრაფიკის სფეროში; თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: “სახელგამი”, “საბჭოთა მწერალი”, “ზარია ვოსტოკა”. მუშაობდა აგრეთვე დაზგურ გრაფიკაში – ლინოგრავიურა, ოფორტი, ქსილოგრაფია, ლითოგრაფია; და დაზგურ ფერწერაშიც. მონაწილეობდა ჯგუფურ და რესპუბლიკურ გამოფენებში – 1967, 1968, 1991. 1980-იან წლებში ასრულებდა შეკვეთებს არქეოლოგიური კვლევის ცენტრისთვის, იხატავდა ექსპედიციებში მოპოვებულ მასალას. აგრეთვე აფორმებდა ხელოვნებათმცოდნეთა და არქეოლოგთა სამეცნიერო ნაშრომებს. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს კულტურის სამინისტროს, ეროვნულ გალერეასა და კერძო კოლექციებში.
