1936-40 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 1946 წელს დაამთავრა ფერწერის ფაკულტეტის ასპირანტურა. 1948 წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი. 1948-1953 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“ მხატვრულ რედაქტორად. 1966-1975 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე ასწავლიდა ფერწერასა და კომპოზიციას. ხელოვანი არის საქართველოს დამსახურებელი მხატვარი. 1960 წელს მიიღო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხოლო 1958 წელს გადასცეს საპატიო ნიშნის ორდენი ხელოვნების განვითარებაში თვალსაჩინო დამსახურებისათვის. ეკატერინე ბაღდავაძის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმსა (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი; გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი და სხვ.) და კერძო კოლექციებში.
სხვა ავტორები
ლეოპოლდ ძაძამიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. სოციალისტურ რეალიზმსა და პოსტსტალინისტურ ფერწერაში ევროპული მიმდინარეობებიდან მისაღები მხოლოდ იმპრესიონისტული სტილი იყო, რადგან იგი შინაარსს ხალხისთვის გასაგებ ენაზე ასახავდა ანუ უარყოფდა ავანგარდულ ელემენტებს. არაერთი ქართველი მხატვარი 1950-60-იან წლებში ქმნიდა იმპრესიონისტულ ნამუშევრებს; ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე, აპოლონ ქუთათელაძე…
რეზო (ემელიანე) ადამია დაიბადა საქართველოში ქალაქ სენაკში 1938 წლის 21 თებერვალს. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1969-1971 წლებში მუშაობდა თბილისის 50-ე საშუალო სკოლის ხატვის მასწავლებლად; 1974-1988 წლებში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორად, მეცნიერ-თანამშრომლად. გამოფენებში მონაწილეობს 1966 წლიდან. მისი ფერწერის მთავარი მოტივებია…
გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი დაიბადა 1941 წელს ცნობილი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. 1971 წლიდან გოგი ალექსი-მესხიშვილი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვრად, ასევე თანამშრომლობდა…