Skip to content Skip to footer

ასათიანი ვლადიმერ

ვლადიმერ (ლადო) ასათიანი – მხატვარი, ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების პროფესორი ავტორია ნახატებისა და ესთეტიკის სხვადასხვა კვლევითი ნაშრომების, მათ შორის მონოგრაფიის „ხელოვნების ანატო-ფიზიოლოგია“. მრავალი საერთაშორისო და პერსონალური გამოფენის მონაწილე, აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1977 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ 1991 წელს დაიცვა დისერტაცია „სახვითი ხელოვნების მითიური ფესვები“. 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კათედრას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (იტალია, საფრანგეთი, აშშ, ნიდერლანდები, თურქეთი).

ვლადიმერ ასათიანი
დაბადების თარიღი1955Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.