ეკა აბულაძე მხატვრების 90-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მოყოლებული 1990 წლიდან ის აქტიურად იფინება. ეკა აბულაძე, როგორც მხატვარი, შთაგონებას მეცნიერებაში ეძებს. მის მიერ შემოთავაზებული კოლექციები კონცეპტუალური სახელწოდებებითაა წარმოდგენილი: „ელემენტარული ნაწილაკები – სტანდარტული მოდელი”, „ელექტრომაგნეტიზმი“, „დიფრაქცია“, „სპექტრული დიაპაზონები“, „ანბანი, როგორც კაცობრიობის იდენტიფიკაცია“ და „ტრანსმუტაცია“ და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მეცნიერებაც და მხატვრობაც გნოსეოლოგიურ ხასიათს ატარებს და მათი აღრევა, ერთი შეხედვით, არ ღირს, ეკა აბულაძე ამ აღრევას ისე აკეთებს, რომ მაყურებელს არ აგრძნობინებს. ზოგიერთ გადაწყვეტილებას მხატვარი ინტუიტიურ დონეზე იღებს და „სამყაროს გავლით“ უფრო კონკრეტულ ხასიათს სძენს მას, ატარებს პიროვნულ-სუბიექტურ ხაზს. მხატვარი დაგროვილი ინფორმაციის გენერირებას ახდენს საკმაოდ თამამი, ფერადოვანი გეომეტრიული ლაქების საშუალებით და გამოხატავს იდეას, ძირითად არსს. მხატვრობის ოპტიკურ ყალიბში მოქცეული მატრიცა – სტრუქტურა განაპირობებს მისი ხელოვნების რაობას და ერთგვარად ხსნის მას შინაარსობრივადაც, მეტაფორულადაც, გადატანითი მნიშვნელობითაც, აღქმითაც და შემეცნებითაც.
სხვა ავტორები
ზელიმხან გოგოლაშვილი – ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, 1941 – 1947 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური ფერწერის ფაკულტეტზე უჩა ჯაფარიძის სახელოსნოში. 1947 წლიდან მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. ხატავდა…
კობა გურულმა – მოქანდაკემ, თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და საქართველოს სსრ-ის დამსახურებულმა მხატვარმა 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. ლითონმქანდაკებლობაში მან დანერგა მრავალი ახალი ტექნიკურ-მხატვრული ხერხი და შექმნა მოჩარჩოების რამდენიმე ორიგინალური ფორმა. მის ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ციკლი ქართული სოფლის ცხოვრების თემაზე –…
გურამ (ხიტა) ქუთათელაძე დაიბადა ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის (1959–1972) აპოლონ ქუთათელაძის (აპოლონ ქუთათელაძე) ოჯახში. 1940 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1942–1946 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი დავით…