Skip to content Skip to footer

Views Navigation

Event Views Navigation

Today

ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში

საქართველოს ეროვნული გალერეა შოთა რუსთაველის გამზირი 11, თბილისი

  4 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის მუდმივმოქმედი გამოფენა განახლებული ექსპოზიციით იხსნება. გამოიფინება მხატვრის 15 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ნამუშევართა უმრავლესობა ბოლო პერიოდის ექსპოზიციებში არ ყოფილა გამოფენილი. ცვლილება დაკავშირებულია 2023 წელს დაგეგმილ ნიკო ფიროსმანაშვილის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებთან. 2023 წლის…

ავტოპორტრეტი სარკესთან

საქართველოს ეროვნული გალერეა შოთა რუსთაველის გამზირი 11, თბილისი

  ავტოპორტრეტი, როგორც ერთგვარი შუამავალი ხელოვნება, ხილულისა და სიმბოლურის, ცნობიერისა და პერსონალური/ტრანსპერსონალური არაცნობიერის ზღვარზე არსებობს. საკუთარი თავის წარდგენის პირობებში ის მე-ზე, როგორც სუბიექტ-ობიექტზე და თანადროულ კულტურულ ფენომენებზე დაკვირვებას გვთავაზობს და მოიცავს ერთდროულად, როგორც რეფლექსიას სხვადასხვა გამოცდილებებში მყოფ შემოქმედზე, ასევე მასში დაბუდებულ უცხოზე, „სხვაზე“, თუ მოუხელთებელ…

ზურაბ გიკაშვილი პერსონალური გამოფენა

საქართველოს ეროვნული გალერეა შოთა რუსთაველის გამზირი 11, თბილისი

  ეროვნულ გალერეაში ექსპონირებული ზურაბ გიკაშვილის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები უმთავრესად, ბოლო დროსაა შექმნილი, თუმცა,  გამოფენა  მხატვრის შემოქმედებას რეტროსპექტულადაც წარმოაჩენს. ზურაბ გიკაშვილის მხატვრობა „კადრს“ მიღმა შინაარსს ეხება. „ჩემი პეიზაჟები თუ კომპოზიციები ჩუმად ხმაურობენ,“ - უთქვამს მხატვარს. და  მართლაც, მის ნაწარმოებთა გარეგნულ სისადავეში  აქტიური ემოციურ-ინტელექტუალური ფიქრი …

ახალი კოლექციები – ეროვნული მუზეუმი, ხელოვნების სასახლე, ლიტერატურის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული გალერეა შოთა რუსთაველის გამზირი 11, თბილისი

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. ეს გახლავთ 119 ქართველი მხატვრის ნამუშევრები, რომელთაც მუზეუმი მანამდე არ ფლობდა ან არასაკმარისად იყო იქ…

აკრძალული ხელოვნება – კარლო გრიგოლია (1927-2014)

საქართველოს ეროვნული გალერეა შოთა რუსთაველის გამზირი 11, თბილისი

მოქანდაკე კარლო გრიგოლიას ნამუშევრების  პერსონალურ გამოფენა მხატვრის 60-წლიან ( XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ახალი მილენიუმის პირველი წლების ჩათვლით) აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას მოიცავს.   ექსპოზიცია აერთინებს მოქანდაკის აბსტრაქტულ და ფიგურატიულ კომპოზიციებს, საპარკო ქანდაკებებსა და გრაფიკული ნამუშევრებს.     კარლო გრიგოლია 1927 წელს დაიბადა სენაკში. სამხატვრო აკადემიაში ნიკოლოზ კანდელაკისა…

რჩეული ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმის ფონდებიდან

სიღნაღის მუზეუმი შოთა რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი

  სიღნაღის მუზეუმი 1947 წელს დაარსდა, 1967 წელს კი მასთან გაიხსნა თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა. რეგიონში ამ მნიშვნელოვანი კულტურული სიახლის აღსანიშნად ცნობილმა თუ დამწყებმა ხელოვანებმა მუზეუმს საჩუქრად გადასცეს თავიანთი სურათები და ქანდაკებები. მათი რიცხვი ათწლეულების განმავლობაში გაიზარდა და დღეს მუზეუმის ფონდებში დაცულია 400-ზე მეტი ფერწერული,…

მიშა შენგელია

საქართველოს ეროვნული გალერეა შოთა რუსთაველის გამზირი 11, თბილისი

მიშა შენგელიას პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში  მისი შემოქმედების 30-წლიან (1989-2019) პერიოდს მოიცავს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ნამუშევრები  დავით მუშკუდიანის კოლექციიდან. მიშა შენგელია და დავით მუშკუდიანი მეგობრები და თანამოაზრეები იყვნენ. მათი კოლაბორაციის შედეგია გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები: „მასმედიის ერთი დღე 1495-ში’’ და „პროლეტარიატის დიქტატურის სკოლა“. მიშა…

ჯემალ კუხალაშვილის რეტროსპექტული გამოფენა

საქართველოს ეროვნული გალერეა შოთა რუსთაველის გამზირი 11, თბილისი

  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის პერსონალურ რეტროსპექტულ გამოფენას. ჯემალ კუხალაშვილი დაიბადა 1952 წელს. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 1980-იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა. მისი შემოქმედება განსაკუთრებული პერსონალურობით გამოირჩევა. ხატავს ყოველდღიურობას თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალწახნაგოვნებით. სამყაროს მხატვრისეული აღქმა…

გიორგი კუხალაშვილი – ზღურბლს მიღმა

საქართველოს ეროვნული გალერეა შოთა რუსთაველის გამზირი 11, თბილისი

  მხატვარი გიორგი კუხალაშვილი გამოფენას „ზღურბლს მიღმა“.დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში წარადგენს.. ქართველი ფერმწერი გიორგი კუხალაშვილი (დაბ. 1982 წ.) 2002-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინო იყო ინტერესი რელიგიური, ალეგორიული და მისტიკური თემებისადმი. XXI საუკუნის ადამიანს სურს ჩასწვდეს თავის სულიერ…

შალვა ძნელაძის (1892-1934) გამოფენა

საქართველოს ეროვნული გალერეა შოთა რუსთაველის გამზირი 11, თბილისი

  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მხატვარ შალვა ძნელაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის  50-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კოლექციიდან. ვალერიან (შალვა) ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონში. დაწყებითი განათლება  მან  ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, სადაც…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.