Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ჯემალ კუხალაშვილის რეტროსპექტული გამოფენა

23 მარტი 2023 18:00 - 8 აპრილი 2023 18:00

 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის პერსონალურ რეტროსპექტულ გამოფენას. ჯემალ კუხალაშვილი დაიბადა 1952 წელს. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 1980-იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა.
მისი შემოქმედება განსაკუთრებული პერსონალურობით გამოირჩევა. ხატავს ყოველდღიურობას თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალწახნაგოვნებით. სამყაროს მხატვრისეული აღქმა ისეთი ინტენსიური და მძაფრია, თითქოს ტილო ვერც იტევს მის სათქმელს.
ჯემალ კუხალაშვილის სამყაროს მოდელში „დიდი აურზაური და ქაოსია…“ აქ თავს იჩენს მხატვრის საოცარი ნიჭი, ფლობა გამომსახველობითი ხერხების, ნახატისა თუ ფერადოვანი კომპოზიციისა, რაც ნამუშევრებში მხატვრულ წესრიგს განაპირობებს, წესრიგს, რომელსაც წესები არ აქვს და რომელიც ირაციონალური შემოქმედებითი პროცესის შედეგია.
„ჩემთვის სურათი მკაფიოა და ფილოსოფიურ დატვირთვას არ ემსახურება. მე ისე ვხატავ, როგორც გარე სამყარო მკარნახობს. ვიცი, ჩემს სეანსს მაყურებელი შეუერთდება და როგორც დაამცირებს, ისევე აღიარებს… არასდროს ვიცი, ბოლო შედეგით, ნოეს კიდობნისა არ იყოს, სად გამრიყავს გადარჩენისა და დამკვიდრების გაუნელებელი სურვილი,“ – წერს საკუთარ თავსა და შემოქმედებაზე ჯემალ კუხალაშვილი.

Details

Start:
23 მარტი 2023 18:00
End:
8 აპრილი 2023 18:00
Website:
http://museum.ge

Organizer

საქართველოს ეროვნული გალერეა
Phone:
+ (995 32) 215 73 00

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.