- This event has passed.
გიორგი კუხალაშვილი – ზღურბლს მიღმა
23 მარტი 2023 18:00 - 8 აპრილი 2023 18:00

მხატვარი გიორგი კუხალაშვილი გამოფენას „ზღურბლს მიღმა“.დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში წარადგენს..
ქართველი ფერმწერი გიორგი კუხალაშვილი (დაბ. 1982 წ.) 2002-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინო იყო ინტერესი რელიგიური, ალეგორიული და მისტიკური თემებისადმი. XXI საუკუნის ადამიანს სურს ჩასწვდეს თავის სულიერ წარმომავლობას, მხოლოდ ინტელექტუალიზმით კი ეს შეუძლებელია. ხელოვნება საფეხურია, რომელიც სპირიტულ სამყაროში შეგვიძღვება.
