Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შალვა ძნელაძის (1892-1934) გამოფენა

11 აპრილი 2023 18:00 - 7 მაისი 2023 18:00

 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მხატვარ შალვა ძნელაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის  50-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კოლექციიდან.

ვალერიან (შალვა) ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონში. დაწყებითი განათლება  მან  ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, სადაც იგი  პარალელურად ხატვასაც ეზიარა. შემდეგ,  სწავლა თბილისში,“სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან” არსებულ სამხატვრო სკოლაში გააგრძლა. 1913 -1918 წლებში კი  შალვა ძნელაძე წარჩინებით სწავლობდა  პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო სასწავლებლში.

1918 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მხატვარი აქტიურად ჩაერთო დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებულ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ საქმიანობაში. იგეგმებოდა შალვა ძნელაძის გაგზავნა სტიპენდიატის რანგში საზღვარგარეთ, რასაც ხელი შეუშალა ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიამ.

იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას უთავსებს სპექტაკლების გაფორმებას ჩოხატაურის სახალხო თეატრში. შალვა ძნელაძე, როგორც მხატვარ-ილუსტრატორი, აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალების რედაქციებთანაც და არა ერთი საბავშვო მოთხრობების წიგნი გააფორმა.

თბილისში გამართული მრავალი გამოფენის მონაწილე შალვა ძნელაძე, შერყეული ჯანმრთელობის (ტუბერკულოზი) გამო, ძირითადად მშობლიურ ჩოხატაურში ცხოვრობდა, სადაც იგი დაუღალავად მუშაობდა პორტრეტებსა და პეიზაჟებზე, ნატურმორტებსა და ჩანახატებზე (შექმნა 2000-მდე ნამუშევარი).

შალვა ძნელაძე 1934 წელს გარდაიცვალა.  გარდაცვალების შემდეგ, 1935 წელს, მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში გამართულა.

Details

Start:
11 აპრილი 2023 18:00
End:
7 მაისი 2023 18:00

Organizer

საქართველოს ეროვნული გალერეა
Phone:
+ (995 32) 215 73 00

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.