Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რჩეული ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმის ფონდებიდან

12 მარტი 2023 11:00 - 10 მაისი 2023 17:00

 

სიღნაღის მუზეუმი 1947 წელს დაარსდა, 1967 წელს კი მასთან გაიხსნა თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა. რეგიონში ამ მნიშვნელოვანი კულტურული სიახლის აღსანიშნად ცნობილმა თუ დამწყებმა ხელოვანებმა მუზეუმს საჩუქრად გადასცეს თავიანთი სურათები და ქანდაკებები. მათი რიცხვი ათწლეულების განმავლობაში გაიზარდა და დღეს მუზეუმის ფონდებში დაცულია 400-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული თუ სკულპტურული ხელოვნების ნიმუში. სახვითი ხელოვნების ფონდის დაარსების დღიდან მუზეუმი არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტით წარდგა საზოგადოების წინაშე.

გამოფენა- რჩეული ნამუშევრები სიღნაღის მუზეუმის ფონდებიდან შესაძლებლობას იძლევა უკვე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში ერთად თავმოყრილი ვიხილოთ სხვადასხვა ეპოქის მხატვართა მიერ შექმნილი რჩეული ნამუშევრები – სიღნაღის მუზეუმის საგანძური.

გამოფენაზე XX საუკუნის დიდ ქართველ მხატვრებთან – ელენე ახვლედიანთან, უჩა ჯაფარიძესთან, ქეთევან მაღალაშვილსა და სხვებთან ერთად წარმოდგენილია XXI საუკუნის ხელოვანთა მნიშვნელოვანი ნამუშევრები, ასევე სიღნაღელი კახი ობოლაშვილის კოლექციის ნაწილი და 2022 წლის სიღნაღის არტფესტივალის ფარგლებში შექმნილი ტილოები. ქართველ ხელოვანთა საგამოფენოდ შერჩეული გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმს ქართველი თუ უცხოელი დამთვალიერებლის წინაშე.

Details

Start:
12 მარტი 2023 11:00
End:
10 მაისი 2023 17:00
Website:
http://museum.ge

Organizer

საქართველოს ეროვნული გალერეა
Phone:
+ (995 32) 215 73 00

Venue

სიღნაღის მუზეუმი
შოთა რუსთაველის ჩიხი 8
სიღნაღი, Georgia
+ Google Map

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.