Skip to content Skip to footer
დაბადების თარიღი1969. მარტი 1AuthorAuthor nameShare

გედევანიშვილი თამარ

თამარ გედევანიშვილი თანამედროვე ქართველი ვიზუალური არტისტია, რომლის შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავს ფერწერას, გრაფიკასა და შერეულ მედიუმებში შესრულებულ სერიებს. იგი მუშაობს  აკრილით, ასევე, ქმნის ქაღალდის ხელსახოცებზე შესრულებულ გრაფიკულ სერიებს. მისი  შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ კვლევის საგანს წარმოადგენს ადამიანი და მისი სხეული, რომელიც  მეხსიერებას, პირად გამოცდილებასა და შინაგან მდგომარეობას უკავშირდება.

თამარ გედევანიშვილმა განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღო, არქიტექტურისა და გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტებზე. მუშაობს გრაფიკულ დიზაინერად სარეკლამო სფეროში. არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის,  GIPA-ს  ასოცირებული პროფესორი, სადაც ვიზუალურ კომუნიკაციასა და ხატვას ასწავლის.

გედევანიშვილის ნამუშევრები აქტიურად იფინება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთაც. მხატვრის საერთაშორისო წარდგენებიდან აღსანიშნავია ქართველი ქალი არტისტების ჯგუფური გამოფენა „დუმილის მიღმა / Beyond the Silence“, რომელიც 2026 წელს ანტვერპენში, Eristavi Gallery-ში გაიმართა; ასევე მონაწილეობა მიიღო Tbilisi Art Fair-ზე (TAF 2026) გალერეა ARTTENT-ის ექსპოზიციაში „Healing“ (გალერისტი მაია ბიჭიკაშვილი). 2024 წელს მხატვრის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო გამოფენაზე „Home“ ბაზელში, შვეიცარია, Lyceum Club Basel-ისა და Lyceum Club Tbilisi-ის ერთობლივი ორგანიზებით (კურატორი სოფია ქებურია).  2025 წელს იგი ჩართული იყო ესპანეთში, Hervás / Baños de Montemayor-ში გამართულ EAR Valle del Ambroz Music Festival-ში, მუსიკალური ფესტივალისთვის შეიმუშავა ვიზუალური კონცეფცია  –  სიმბოლო, ლოგოტიპი და პოსტერი.

მხატვრის პერსონალური გამოფენებიდან მნიშვნელოვანია „მოცემული დრო / Given Time“, რომელიც 2025 წელს Collect Art Gallery-ში გაიმართა (კურატორი თამარ ხელაშვილი), და „შეუსაბამო გადაკვეთები“ (Improper Intersections), რომელიც 2022 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში – ქარვასლაში  იყო წარმოდგენილი (კურატორი ლიკა მამაცაშვილი). სწორედ ამ გამოფენებმა გამოკვეთა მხატვრის შემოქმედებაში სხეულის, დროის, მეხსიერებისა და გამოცდილების თემები.

თამარ გედევანიშვილი რეგულარულად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებშიც. მათ შორის აღსანიშნავია გრაფიკული ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა „DRAWINGS“ Collect Art Gallery-ში, 2025 წელს (კურატორი თამარ ხელაშვილი); „FIESTA“ №9 Gallery-ში, 2024 წელს (კურატორი მაკა იოვაძე); „ჩვენი დრო / Our Time“ და „კავშირები / Connections“, 2023 წელს (კურატორი ხათუნა ხაბულიანი); ასევე „Fathers and Sons. Dialogue of Generations“, რომელიც 2026 წელს დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა (კურატორი ელისო ჩოგოვაძე).

მხატვარი მონაწილეობდა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო ინიციატივებშიც, მათ შორის 2025 წელს გამართულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში „We Color Georgia“ და Collect Art Gallery-სა და №9 Gallery-ის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში #Elene-ს მხარდასაჭერად.

Leave a comment

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.