Skip to content Skip to footer

მაკა ბატიაშვილის ინსპირაციის წყაროა ყოფითი მომენტები, ყოველდღიური რეალობა, რომელიც მის ხელოვნებაში განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან ვიზუალურ გამოსახულებებად გადაიქცევა. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სიტუაციებიდან აღებული პერსონაჟები, რომლის გარშემოც არსებობს ემოციური გარემო და საგნები, მხატვარი ახერხებს წონასწორობის დაცვას და არასდროს გადალახავს საზღვრებს. მაკა ბატიაშვილი 1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო…

ზურაბ სეხნიაშვილი განათლებით არქიტექტორ-რესტავრატორი იყო. მას აღდგენილი აქვს 60-ზე მეტიისტორიული ძეგლი, მონაწილეობდა სვეტიცხოვლისა და დავით გარეჯის სარესტავრაციო სამუშაოებში. მის მხატვრად ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ავთო ვარაზმა. ზურაბ სეხნიაშვილმა ხატვა აბსტრაქციით დაიწყო, რაც მისი პროტესტის ერთგვარი ფორმა იყო. მიუხედავად ამისა, მისი ხელოვნება უფრო ესთეტიკურ ჭრილში განიხილება,…

ზაალ ბაჩანაშვილი 80-იანელთა თაობის მხატვარია. მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ზაალ ბაჩანაშვილმა როგორც მხატვარმა თავის შემოქმედებაში საკუთარი კომპოზიციური მოდელი შექმნა. მხატვარი თითქმის ყველა ნამუშევრის ზედა ნაწილში თეთრ წრეს, უფრო ხშირად კი, თეთრი წრის მცირე სეგმენტს გამოსახავს. თითოეული ნამუშევარი ცხოვრებისეულ კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება,…

დათო-არჩილ სულაკაურმა 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საკმაოდ მრავალფეროვანია მისი შემოქმედებითი გზა: 1986 წელს გამოსცა სამეცნიერო ნაშრომი „მხატვრისა და მასალის ურთიერთდამოკიდებულება“; 1987 წელს იყო ქართული თოჯინური ფილმების სცენარისტი და მხატვარი; 1989 წელს – ერთ-ერთი სცენარისტი ფილმისა „ანემია“; 1989-2010 წლებში შეასრულა კედლის მხატვრობა საქართველოს…

ლეილა შელია 80-ანელთა თაობის მხატვარია. მან 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ლეილა შელიას სახელი, უპირველესად, აბსტრაქციასთან ასოცირდება. თუმცა მის შემოქმედებაში ნატურმორტებსაც ნახავთ და ნიუსაც… ქმნის ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებს. „შინაგანი განწყობა… ბუნება… კმაყოფილი ვარ, როდესაც არ ვფიქრობ და ისე გამოდის ნამუშევარი. მინდა, გადმოვცე…

თემურ თათანაშვილი დაიბადა კასპის რაიონში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. მხატვარი 1979 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს საგაზაფხულო, საშემოდგომო, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. თემურ თათანაშვილის ფერწერული ტილოები განზოგადებული ფერწერის ენით მეტყველებს. რელიგიური თუ ყოფითი ცხოვრების ამსახველ სცენებში გამომსახველობა ფერადოვანი ლაქებისა თუ სიმბოლურ გამოსახულებებად გარდაქმნილი…

ზაზა ბერძენიშვილმა 1975 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. მას, როგორც XX საუკუნის ქართველი მხატვრების „ოთხმოციანელთა“ თაობის წარმომადგენელს, ქართულ თანადროულ მხატვრობაში სახისმეტყველების საკუთარი სისტემა შემოაქვს: ფერადი ფიგურატიული იდეოგრამები მისი მხატვრობის „ტექსტს“ ქმნის და ვარიაციულად მეორდება სხვადასხვა ფერწერული მოდელით. მხატვარი ფერით განსაცვიფრებელ ეფექტს აღწევს. ფერის…

თამაზ ვარვარიძე XX საუკუნის 70-იანი წლების თაობის ქართველ მხატვართა მკაფიოდ ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე, ესთეტიკური კონცეპტუალიზმის მიმართულების არტისტია, უახლესი ქართული გრაფიკული სკოლის ფუძემდებელი და პლაკატის ხელოვნების განვითარების თვალსაჩინო წარმომადგენელი. მთავარი პრინციპი, რომელსაც მხატვარი ამკვიდრებს XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე, კონცეპტუალიზმის ფორმალური ძიებებია, რომლებიც კომპოზიციებში სივრცის…

გიორგი გუგუშვილმა 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1985-1986 წლებში იყო ფოთის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი. გაფორმებული აქვს სპექტაკლები: „კოლხეთის დაბლობი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „თეთრი ბაირაღები“. 1991-1993 წლებში სატელევიზიო გადაცემების დამდგმელი მხატვარი იყო, 2007-2012 წლებში კი – თბილისის სამხატვრო აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, პროექტებისა…

გია გუგუშვილმა 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 80-იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა და არა მხოლოდ შემოქმედებითი… ის სხვადასხვა პერიოდში იყო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი. 2014 წელს გია გუგუშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორად აირჩიეს. მხატვრის ნაწარმოებების დათვალიერებისას დრო განიცდება არაერთმნიშვნელოვნად. ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ადამიანის…

თემურ იაკობაშვილი (Aharon Yakobson) ფერწერას ჯერ შალვა მატუაშვილის სახელოსნოში,  შემდეგ კი ჯიბსონ ხუნდაძესთან ეუფლებოდა. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1985 წლიდან იყო თბილისში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა ქართველ მხატვართა ჯგუფ „X სართულის“ წევრი და ერთ- ერთი სულისჩამდგმელი. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოში, გერმანიაში, შვეიცარიასა და იტალიაში.…

სოფიო კინწურაშვილი – მხატვარი, წიგნის დიზაინერი და ილუსტრატორი. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სხვადასხვა გამომცემლობასთან, არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ილუტრაციების მხატვარი. მანვე შეასრულა მინიატიურები ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნისათვის“, რომლის ჭედური ყდა შექმნა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა გუჯი ამაშუკელმა. ეს უნიკალური წიგნი დაცულია საქართველოს გაეროს სათავო ოფისის საგამოფენო დარბაზის მუდმივ…

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.